როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

© NASA / ESA, and the Hubble SM4 ERO Team ვარსკვლავური სისტემა „ეტა კილია"
 ვარსკვლავური სისტემა „ეტა კილია - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
თითოეული ქალი ოცნებობს ოჯახურ ბედნიერებაზე და ეს ბედნიერება თითოეულისთვის სხვადასხვა რამეში მდგომარეობს. ზოგიერთი ქალისთვის საოცნებოა „ოჯახის მუჭუჭი“ მამაკაცი, ზოგისთვის – მეგობარი, ზოგისთვის – საამაყო ადამიანი, ზოგისთვისაც – ყურადღებიანი...
როგორ ქმარზე ოცნებობენ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი ქალები – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს:

მეოჯახე მამაკაცი

კირჩხიბი
კირჩხიბი ქალისთვის, პირველ რიგში, მეოჯახე მამაკაცია საოცნებო. ის შეიძლება იყოს კარიერისტი, წარმატებული და აქტიური მამაკაცი, მაგრამ მისთვის ოჯახი პირველ ადგილზე უნდა იდგეს და ერთგვარ სიწმინდეს უნდა წარმოადგენდეს. კირჩხიბმა ქალმა უნდა დაინახოს, რომ მისი მეუღლე მთელი სულითა და გულით იღწვის ოჯახისთვის და სურვილი აქვს, ცოლთან ერთად ააგოს ოჯახური ბედნიერება.
კურო
კურო ქალსაც სურს, რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი მამაკაცი, რომლისთვის ოჯახი პირველ ადგილზეა. მის ცხოვრებაში ყველაფერი ოჯახის გარშემო უნდა ტრიალებდეს, ყველა მიღწევა ოჯახურ ბედნიერებას უნდა ემსახურებოდეს. კურო ქალს ერთადერთი რამ სურს – სტაბილურობა. ის ოცნებობს, რომ მისმა ქმარმა სტაბილური, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება შექმნას.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2018
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
თხის რქა
თხის რქა ქალი ოცნებობს, რომ მისი მეუღლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს ოჯახი, როგორც მისთვისაა. რა თქმა უნდა, ქმარმა უნდა მიაღწიოს წარმატებებს, მაგრამ ეს ყველაფერი ოჯახისთვის უნდა კეთდებოდეს. თხის რქა ოჯახში ხედავს ცხოვრების დიდ აზრსა და საყრდენს. ის ყველაფერში დაუჭერს მხარს თავის ქმარს და მისი საიმედო მეგზური გახდება.

ქმარი - საუკეთესო მეგობარი

მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი თავის ქმარში, პირველ რიგში, მეგობარსა და თანამებრძოლს ხედავს, რომელთან ურთიერთობაც მუდამ საინტერესო და მსუბუქი იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალს არ სურს, რომ ოჯახური ცხოვრება ჩვეულებრივ ყოფით რუტინას დაემსგავსოს. მის ქმარს უნდა უყვარდეს თავგადასავლები და კაშკაშა ემოციები ისევე, როგორც თავად უყვარს.
ტყუპი
ტყუპ ქალს გვერდით სჭირდება მამაკაცი, რომელიც სიამოვნებით ისაუბრებს მასთან. მას, პირველ რიგში, სჭირდება მეგობარი და თანამოსაუბრე, რომელიც გაიზიარებს მის ინტერესებს და ცხოვრებას ასეთივე სიმსუბუქით შეხედავს. ცხოვრება ხომ ასეთი საინტერესო და მრავალმხრივია და ტყუპს არ სურს ის ყოფით პრობლემებზე დახარჯოს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
მერწყული
მერწყულ ქალს თავისუფლება ჰაერივით სჭირდება. მას სურს მისი ქმარი ისეთივე დამოუკიდებელი იყოს, როგორც თვითონ არის, მაგრამ ამავე დროს ის საინტერესო მამაკაცი უნდა იყოს, მისი მეგობარი და თანამებრძოლი. თუ მერწყული ქალი და მისი ქმარი ერთ წრეში ტრიალებენ, მათ უბედნიერესი ოჯახი ექნებათ.

საამაყო ქმარი

მორიელი
ქალი მორიელი ძალიან ძლიერი ნატურაა. მისი ქმარი მასზე ძლიერი უნდა იყოს, ის ყველაფრით უნდა სჯობდეს თავის ცოლს. რაც მორიელ ქალს სურს, ისაა, რომ ამაყობდეს თავისი მამაკაცით. ის ოცნებობს, რომ ცოლად გაჰყვეს პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირს მამაკაცს.
ვერძი
ვერძ ქალს სჭირდება ღირსეული მამაკაცი, რომელსაც ექნება ისეთი თვისებები, რომლის გამოც შესაძლებელია მისი სიყვარული და პატივისცემა. ვერძი ქალი თავის ოჯახს მთლიანად უძღვნის თავს და ამასვე ელოდება მეუღლისგან. მას სურს გვერდით ჰყავდეს ერთდროულად იდუმალი, რომანტიკული და წარმატებული ქმარი. ის მზადაა მეუღლეს ოჯახის მართვის სადავეები გადასცეს და მხარი დაუჭიროს მის ამბიციებს.
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი
ლომ ქალს მეფე ლომი სჭირდება. მას გვერდით სურს იხილოს რაინდი, რომელიც საყვარელი ქალისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ის უნდა იყოს პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირსი, შეეძლოს წარმატებების მიღწევა და თავისი წარმატებების ცოლის ფერხთით გაფენა. ლომ ქალს სჭირდება ნამდვილი მამაკაცი, რომელიც იამაყებს თავისი ცოლით – ნამდვილი სამკაულითა და ქალი–ზეიმით.

ყურადღებიანი ქმარი

ქალწული
ქალწულ ქალს, პირველ რიგში, ყურადღებიანი ქმარი ესაჭიროება. მისი მეუღლე უნდა ეცადოს ცოლის პატარ-პატარა თხოვნებისა და სურვილების შესრულებას, ყურადღებით უსმინოს მას. ქალწულის ქმარი უნდა იყოს მგრძნობიარე, მიმხვედრი, საზრიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ცოლის გრძნობები და სურვილები.
სასწორი
სასწორ ქალს ძალზე ყურადღებიანი მამაკაცი ესაჭიროება გვერდით, რომელიც მას ყვავილივით მოუვლის. ქალი სასწორი სახლში ყველა ვალდებულებას არ აიღებს საკუთარ თავზე და თავისი ქმრის ჩრდილს არ ამოეფარება. ამ ქალმა „პირველ ვიოლინოზე უნდა დაუკრას“, ურთიერთობებში ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. საუკეთესო, რაც მისთვის ქმარს შეუძლია, ესაა გაათავისუფლოს ის რაიმეს კეთების აუცილებლობისგან და მისცეს შესაძლებლობა, დაამშვენოს ქმრის ცხოვრება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
თევზები
თევზ ქალს მგრძნობიარე, მიმხვედრი მამაკაცი სჭირდება. ის შეიძლება იყოს ძლიერი, წარმატებული, საიმედო, მაგრამ მთავარია, რომ იყოს ყურადღებიანი თავისი საყვარელი ქალისა და მისი შინაგანი სამყაროს მიმართ. ქალ თევზს არ შეუძლია აიტანოს კაცი, რომელის მის გვერდით დიდხანს არ არის. მას სჭირდება მამაკაცი – საყრდენი, მხარდამჭერი.
ყველა ახალი ამბავი
0