როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები სხვადასხვა ტიპის ცოლზე და ოჯახურ ურთიერთობებზე ოცნებობენ. ვიღაცას ცხოვრების მეგზური და მეგობარი სჭირდება, ვიღაცას – კარგი დიასახლისი, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით ულამაზესი ქალი ჰყავდეს.
როგორი ცოლი სჭირდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს:

ცოლი - მეგობარი

მშვილდოსანი
მშვილდოსან მამაკაცს ცოლის სახით, პირველ რიგში, მეგობარი სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გვერდით სჭირდებათ ასეთივე საინტერესო, განვითარებული და თავისუფლების მოყვარული პიროვნება. მთავარი თვისება, რაც მშვილდოსნის ცოლს უნდა ახასიათებდეს, ესაა ოპტიმიზმი და ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება.
ტყუპი
ტყუპ მამაკაცს ცოლთან ყველაზე მეტად სჭირდება ურთიერთობა და ინტელექტუალური სიახლოვე. მისთვის აუცილებელია ჭკვიანი, საინტერესო, ცნობისმოყვარე და მუდმივად განვითარებადი ცოლი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი, პირველ რიგში, მეგობარსა და კარგ თანამოსაუბრეს ეძებს.
 ვარსკვლავური სისტემა „ეტა კილია - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული
მერწყულ მამაკაცს ცოლის სახით სჭირდება თანამებრძოლი და თანამზრახველი. ის ისეთივე თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი და ყოველმხრივ განვითარებული უნდა იყოს, როგორიც თვითონაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, პირველ რიგში, ეძებენ მეგობარსა და მსუბუქ, სასიამოვნო, ორიგინალურ პიროვნებას.

ცოლი - დიასახლისი

თხის რქა
თხის რქა მამაკაცს, პირველ რიგში, საიმედო, ერთგული, დიასახლისი ცოლი სჭირდება. მას სურს თავის გვერდით იხილოს სერიოზული და მეოჯახე ცხოვრების მეგზური, რომელიც იქნება შესანიშნავი ცოლი, დედა და დიასახლისი. ზოდიაქოს ეს ნიშანი მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ააწყოს ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობები და შექმნას მტკიცე ოჯახი.
კირჩხიბი
კირჩხიბ მამაკაცს სჭირდება დამყოლი, კეთილი და კარგი დიასახლისი ცოლი. ამ ნიშნის წარმომადგენელ ბევრ მამაკაცს სურს, რომ მისი რჩეული მოეწონოს დედას, ხოლო იდეალურ შემთხვევაში – მისგან კულინარიული რეცეპტები ისწავლოს. კირჩხიბი მამაკაცისთვის მთელ დედამიწაზე ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ადგილი სახლია, ამიტომ მისი ცოლი, პირველ რიგში, კარგი დიასახლისი უნდა იყოს.
გული, სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2018
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ქალწული
ქალწულ მამაკაცს ესაჭიროება დამყოლი, მშვიდი, გონიერი ცოლი. მას სურს, რომ მისი ცხოვრების მეგზური იყოს შესანიშნავი დიასახლისი, უვლიდეს სახლს, სადაც იდეალური სისუფთავე და სილამაზე იქნება. ქალწულ მამაკაცს ლიდერობა სურს ურთიერთობებში, ხშირად მიუთითებს ცოლს ნაკლოვანებებზე და უნდა, რომ მან მისი შენიშვნები გაითვალისწინოს.

ცოლი - ლამაზი

კურო
მამაკაც კუროს, პირველ რიგში, თვალებით უყვარს, ამიტომ მისი ცოლი ლამაზი უნდა იყოს და თავს უნდა უვლიდეს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა გემრიელი კერძების მომზადება. კურო მამაკაცი ცოლს ჯერ გარეგნობით ირჩევს. მას მეტად უყვარს ბუნებრივი სილამაზე, სახის სწორი ნაკვთები, მოვლილი გარეგნობა.
სასწორი
მამაკაც სასწორს ასევე თვალით უყვარდება. მისი ცოლი არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ამ ნიშნის მამაკაცი შეიძლება დაშორდეს კიდეც ცოლს, თუ მან სილამაზე დაკარგა, ან გასუქდა. მას არ სურს თავისი ცოლი იხილოს მოუწესრიგებელი ან სახეზე ნიღბით. მის ცოლს უნდა შეეძლოს თავისი ქალური საიდუმლოებების დამალვა და ქმრის წინაშე უკვე გალამაზებული გამოჩენა.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი
მამაკაც ლომს სურს აღფრთოვანებული იყოს თავისი ცოლის სილამაზით და იამაყოს, რომ ასეთი შეუდარებელი ცოლი ჰყავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს სურს გვერდით იხილოს დედოფალი, რომელიც ხალხში გაბრწყინდება, მაგრამ სახლში, ამავე დროს, მორჩილი და თვინიერი იქნება. ლომს უყვარს მხიარულება, წვეულებები, ფუფუნება და სილამაზე. მისი ცოლი უნდა იყოს შესანიშნავი ბრილიანტი, რომელიც მის ცხოვრებას დაამშვენებს.

ცოლი - ნაზი და იდუმალებით აღსავსე

ვერძი
ვერძ მამაკაცს გვერდით საოცრად ქალური, კეთილი და იდუმალი ქალის ხილვა სურს. ის შეიძლება იყოს ძლიერი პიროვნება, მაგრამ ქმართან – ნაზი. ვერძს არ სურს ცოლის აზრების წაკითხვა, მისი ბოლომდე გაგება; მას სჭირდება, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიპყროს იდუმალი და ნაზი ქალი.
მორიელი
მორიელ მამაკაცს განსაკუთრებული ცოლის სჭირდება. მას სურს გვერდით იხილოს პატიოსანი, მიამიტი და უმანკო პიროვნება. ამავე დროს მორიელს არ უყვარს პროზაულობა და ზედმეტი გულგახსნილობა. მისი ცოლი ერთდროულად უნდა იყოს მეტად იდუმალი და საინტერესო, ძლიერი და სუსტი, ნაზი და ვნებიანი. ასეთი განუმეორებელ მეორე ნახევარს მორიელი გონდაკარგვამდე შეიყვარებს.
ქალი და მამაკაცი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
თევზები
თევზ მამაკაცს საოცრად სჭირდება სულიერი სიახლოვე და უხილავი კავშირი საყვარელ ქალთან; მგრძნობიარე, გამგები ცოლი, რომელიც მასთან ერთად გაიზიარებს ღრმა გრძნობებსა და სამყაროზე რომანტიკულ შეხედულებებს. ცოლი, ამასთან, შეიძლება ძლიერი პიროვნება იყოს, თუნდაც მიწიერი არსება, რომელიც მამაკაცს ხანდახან დედამიწაზე დააბრუნებს ღრუბლებიდან. მაგრამ თევზი ოცნებობს, რომ დროის უდიდესი ნაწილი ღრმა და იდუმალი პიროვნების გვერდით გაატაროს.
ყველა ახალი ამბავი
0