საქართველოში ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდებათ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
2023 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ქართულ ციხეებში ისრაელის შვიდი მოქალაქე იმყოფება.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.

„ისრაელში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ისრაელის ყველა მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ოჯახების მოკითხვის მიზნით უფასო სასაუბრო დროით უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ომი ისრაელში: საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან>>
ისრაელში, გაზეთ Times of Israel-ის ინფორმაციით, ომის მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობა 1,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ღაზის სექტორში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1,5 ათასს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0