https://sputnik-georgia.com/20231013/omi-israelshi-saqartvelos-moqalaqeebi-samshobloshi-brundebian-283239313.html
ომი ისრაელში: საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ომი ისრაელში: საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო ისრაელში მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T12:51+0400
2023-10-13T12:51+0400
2023-10-13T17:00+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147812_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a4953dc17596989ff976bb81965a2868.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან – გასულ ღამეს „თელ-ავივი–თბილისის“ რამდენიმე ავიარეისი შესრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების განცხადებით, ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და მათ დღის მანძილზე რამდენჯერმე უწევდათ თავშესაფარში ჩასვლა.ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.ისრაელ-ჰამასის ომი: ბოლო ცნობები მოკლედ>>>ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.ისრაელში, გაზეთ Times of Israel-ის ინფორმაციით, ომის მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობა 1,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ღაზის სექტორში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1,5 ათასს გადააჭარბა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147812_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_242017e2d0073a4c563d8e4924c6ee35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საზოგადოება, ახალი ამბები
ომი ისრაელში: საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
12:51 13.10.2023 (განახლებულია: 17:00 13.10.2023) საქართველოს საელჩო ისრაელში მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან – გასულ ღამეს „თელ-ავივი–თბილისის“ რამდენიმე ავიარეისი შესრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების განცხადებით, ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და მათ დღის მანძილზე რამდენჯერმე უწევდათ თავშესაფარში ჩასვლა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.
ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ისრაელში, გაზეთ Times of Israel-ის ინფორმაციით, ომის მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობა 1,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ღაზის სექტორში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1,5 ათასს გადააჭარბა.