https://sputnik-georgia.com/20231012/germaniam-palestinasp-dafinanseba-seucera-283213906.html
შოლცი: გერმანია პალესტინას დაფინანსებას უჩერებს
შოლცი: გერმანია პალესტინას დაფინანსებას უჩერებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიებზე განვითარების პროექტების დაფინანსებას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ... 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T14:23+0400
2023-10-12T14:23+0400
2023-10-12T17:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
გერმანია
ოლაფ შოლცი
პოლიტიკა
პალესტინა
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264500554_77:436:2941:2047_1920x0_80_0_0_726db1f014955f96e2b85a3adefb8977.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიებზე განვითარების პროექტების დაფინანსებას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რომ საგარეო დახმარების შეწყვეტის შედეგად პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება, „მაგრამ ამაში „ჰამასის“ მებრძოლები არიან დამნაშავე, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს“.ამასთან მან მოუწოდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს, ცალსახად დაგმოს „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და პალესტინის ხელისუფლების დუმილს „სამარცხვინო" უწოდა.გარდა ამისა, კანცლერი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა. მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ თეირანი „ხელებს უკოცნის მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე შეტევები დაგეგმა“.წყარო: Bundestag
https://sputnik-georgia.com/20231012/israel-kaci-razis-blokadis-sesaxeb-283212685.html
გერმანია
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264500554_602:435:2751:2047_1920x0_80_0_0_3989e546b5eb24ecfb96e09edc99b3e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, პოლიტიკა, პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, პოლიტიკა, პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიებზე განვითარების პროექტების დაფინანსებას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რომ საგარეო დახმარების შეწყვეტის შედეგად პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება, „მაგრამ ამაში „ჰამასის“ მებრძოლები არიან დამნაშავე, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს“.
ამასთან მან მოუწოდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს, ცალსახად დაგმოს „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და პალესტინის ხელისუფლების დუმილს „სამარცხვინო" უწოდა.
გარდა ამისა, კანცლერი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა.
„ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულებები, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ მუხანათური თავდასხმის ორგანიზატორებს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასის“ მებრძოლები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას“, − აღნიშნა შოლცმა.
მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ
განაცხადა, რომ თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ თეირანი „ხელებს უკოცნის მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე შეტევები დაგეგმა“.