https://sputnik-georgia.com/20231010/aiatola-hameneis-komentari-israel-hamasis-omze-283157740.html
აიათოლა ჰამენეი: ხელებს ვუკოცნით ისრაელზე შეტევის ყველა ინიციატორს
აიათოლა ჰამენეი: ხელებს ვუკოცნით ისრაელზე შეტევის ყველა ინიციატორს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, მაგრამ მივესალმები ისრაელის შეუქცევად სამხედრო და სადაზვერვო მარცხს... 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T14:40+0400
2023-10-10T14:40+0400
2023-10-31T14:21+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ირანი
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283370684_0:0:2667:1501_1920x0_80_0_0_d0fdcc8398a7f6d40bc4bbc712e86e70.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, მაგრამ მივესალმები ისრაელის შეუქცევად სამხედრო და სადაზვერვო მარცხს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ.აიათოლას თქმით, „ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ“ ისრაელის რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა გაანადგურა, რომელთა აღდგენაც მარტივი საქმე არ არის. ამასთან ჰამანეის მიაჩნია, რომ „ამ კატასტროფაში“ დამნაშავე თავად „სიონისტური რეჟიმია“.ირანი დიდი ხანია მხარს უჭერს დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორზე ისრაელის უფლებას არ აღიარებს.მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანი „ჰამასის“ თანამონაწილეა ისრაელზე თავდასხმაში, თუმცა იმის მტკიცებულებები ან სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც თეირანის უშუალო მონაწილეობას დაადასტურებდა, თეთრ სახლს არ გააჩნია.საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჰამასს დაეხმარნენ“. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პარიზს ჯერჯერობით არ გააჩნია თავდასხმაში თეირანის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები, თუმცა საფრანგეთმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა. წყარო: Reuters
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283370684_0:0:2667:2001_1920x0_80_0_0_f07611437e25fc90fd3dc37ecc975c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, მაგრამ მივესალმები ისრაელის შეუქცევად სამხედრო და სადაზვერვო მარცხს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ.
„ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე შეტევები დაგეგმა“, − განაცხადა ჰამენეიმ ტელევიზიით გამოსვლისას.
აიათოლას თქმით, „ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ“ ისრაელის რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა გაანადგურა, რომელთა აღდგენაც მარტივი საქმე არ არის. ამასთან ჰამანეის მიაჩნია, რომ „ამ კატასტროფაში“ დამნაშავე თავად „სიონისტური რეჟიმია“.
ირანი დიდი ხანია მხარს უჭერს დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორზე ისრაელის უფლებას არ აღიარებს.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანი „ჰამასის“ თანამონაწილეა ისრაელზე თავდასხმაში, თუმცა იმის მტკიცებულებები ან სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც თეირანის უშუალო მონაწილეობას დაადასტურებდა, თეთრ სახლს არ გააჩნია.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჰამასს დაეხმარნენ“. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პარიზს ჯერჯერობით არ გააჩნია თავდასხმაში თეირანის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები, თუმცა საფრანგეთმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა.