https://sputnik-georgia.com/20231012/anri-oxanasvli-sasamartlo-reformis-sakitxebze-senisvnebis-sesaxeb-283210254.html
ანრი ოხანაშვილი სასამართლო რეფორმის საკითხებზე შენიშვნების შესახებ
ანრი ოხანაშვილი სასამართლო რეფორმის საკითხებზე შენიშვნების შესახებ
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიასთან რეფორმის განხილვისას მითითებული არ ყოფილა საუკეთესო ევროპულ მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, განაცხადა ოხანაშვილმა. 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T11:39+0400
2023-10-12T11:39+0400
2023-10-12T16:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მეტ კონკრეტიკას ელოდება სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის შენიშვნებთან დაკავშირებით, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებებზე, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე დაფუძნებული სასამართლო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მისი ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან საქართველომ ერთი სრულად შეასრულა, ორი – ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ შესრულებულა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიასთან დისკუსიის დროს მან დასვა კითხვა, რითი შეიძლება აიხსნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების ახლა გამოცხადებული აუცილებლობა. „აი, ეს პოზიტიური და უაღრესად დადებითი შეფასება რომ ახლა შევცვალოთ და იმავე ვენეციის კომისიის დღევანდელი შეფასებით ეს საკითხი საჭიროებდეს გადახედვას, ეს რით აიხსნება?" – განაცხადა ოხანაშვილმა. მისი თქმით, განხილვის დროს არც მას და არც მის კოლეგებს არ მოუსმენიათ მიდგომა, რომელიც საუკეთესო ევროპულ მოდელზე იქნებოდა დაფუძნებული. „ამასთან დაკავშირებით... ვერ მოვისმინეთ, რომ, დავუშვათ, აი, ამ ქვეყანაში, ამ ფორმით არის წარმოდგენილი, თქვენ თუ გსურთ ევროკავშირის წევრობა და გსურთ, რომ ჩაგითვალონ ეს პუნქტი შესრულებულად, აი, ამ ქვეყანაში არსებობს ეს მოდელი და მოდით ამ მოდელზე გააკეთეთ სწორება. ასეთი შემოთავაზებაც არ ყოფილა და ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია", – განაცხადა ოხანაშვილმა. ვენეციის კომისიამ საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა შეაფასა>>საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიაში გზავნის კანონპროექტებს, რომლებიც მასშტაბური რეფორმის ფარგლებშია მისაღები, რათა მიიღოს შეფასება ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილი პირობებიდან ერთ-ერთია. ეს ზომები მთლიანად უნდა შეესატყვისებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობის ფარგლებში დადგინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მაღალი ანგარიშვალდებულების წესი და საბჭო თითქმის დაკომპლექტდა, დარჩა მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილი. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისიამ ხუთიდან ორი საკვანძო რეკომენდაცია – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შემცირებისა და მისი კომპლექსური რეფორმირების შესახებ – დაასახელა, როგორც შეუსრულებელი. „კანონში მცირე თუ ტექნიკური ცვლილებები ამ რეკომენდაციას არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში. კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან>>რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. ბოლო დროს ვენეციის კომისიამ განიხილა და დასკვნა დადო კანონპროექტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ", საარჩევნო კოდექსში შესწორებების, "საერთო სასამართლოების შესახებ" და სხვ., რომლებიც ევროკავშირის პირობების შესრულების ფარგლებში შემუშავდა. იმის თაობაზე, რომ არ არის საკმარისი კონკრეტიკა და ამიტომ ვერ ხერხდება ევროკავშირის ყველა პირობის შესრულება, საქართველოს ხელისუფლებამ სამ პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნა: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ევროკავშირს არაერთხელ მოუწოდეს განემარტათ, რა ჰქონდათ კონკრეტულად მხედველობაში. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად>>ევროკავშირში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ევროკომისიას არ შეუძლია კონკრეტული რეფორმების შეთავაზება, ის მხოლოდ მიუთითებს ასეთ აუცილებლობაზე, ხოლო როგორ განხორციელდეს ის, ამას თავად ქვეყანა წყვეტს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ევროპა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ევროპა
ანრი ოხანაშვილი სასამართლო რეფორმის საკითხებზე შენიშვნების შესახებ
11:39 12.10.2023 (განახლებულია: 16:06 12.10.2023) ვენეციის კომისიასთან რეფორმის განხილვისას მითითებული არ ყოფილა საუკეთესო ევროპულ მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, განაცხადა ოხანაშვილმა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მეტ კონკრეტიკას ელოდება სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის შენიშვნებთან დაკავშირებით, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებებზე, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე დაფუძნებული სასამართლო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მისი ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან საქართველომ ერთი სრულად შეასრულა, ორი – ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ შესრულებულა.
„უშუალოდ ამავე ვენეციის კომისიას 2017-2018 წლებში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც გადაიხედა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის საკითხი და ახლებურად მოწესრიგდა, (მაშინ) ვენეციის კომისიამ თქვა, რომ უაღრესად დადებითი ცვლილებებია", – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიასთან დისკუსიის დროს მან დასვა კითხვა, რითი შეიძლება აიხსნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების ახლა გამოცხადებული აუცილებლობა.
„აი, ეს პოზიტიური და უაღრესად დადებითი შეფასება რომ ახლა შევცვალოთ და იმავე ვენეციის კომისიის დღევანდელი შეფასებით ეს საკითხი საჭიროებდეს გადახედვას, ეს რით აიხსნება?" – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, განხილვის დროს არც მას და არც მის კოლეგებს არ მოუსმენიათ მიდგომა, რომელიც საუკეთესო ევროპულ მოდელზე იქნებოდა დაფუძნებული.
„ამასთან დაკავშირებით... ვერ მოვისმინეთ, რომ, დავუშვათ, აი, ამ ქვეყანაში, ამ ფორმით არის წარმოდგენილი, თქვენ თუ გსურთ ევროკავშირის წევრობა და გსურთ, რომ ჩაგითვალონ ეს პუნქტი შესრულებულად, აი, ამ ქვეყანაში არსებობს ეს მოდელი და მოდით ამ მოდელზე გააკეთეთ სწორება. ასეთი შემოთავაზებაც არ ყოფილა და ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია", – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიაში გზავნის კანონპროექტებს, რომლებიც მასშტაბური რეფორმის ფარგლებშია მისაღები, რათა მიიღოს შეფასება ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილი პირობებიდან ერთ-ერთია. ეს ზომები მთლიანად უნდა შეესატყვისებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობის ფარგლებში დადგინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მაღალი ანგარიშვალდებულების წესი და საბჭო თითქმის დაკომპლექტდა, დარჩა მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილი.
მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისიამ ხუთიდან ორი საკვანძო რეკომენდაცია – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შემცირებისა და მისი კომპლექსური რეფორმირების შესახებ – დაასახელა, როგორც შეუსრულებელი. „კანონში მცირე თუ ტექნიკური ცვლილებები ამ რეკომენდაციას არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.
კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება.
რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ბოლო დროს ვენეციის კომისიამ განიხილა და დასკვნა დადო კანონპროექტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ", საარჩევნო კოდექსში შესწორებების, "საერთო სასამართლოების შესახებ" და სხვ., რომლებიც ევროკავშირის პირობების შესრულების ფარგლებში შემუშავდა.
იმის თაობაზე, რომ არ არის საკმარისი კონკრეტიკა და ამიტომ ვერ ხერხდება ევროკავშირის ყველა პირობის შესრულება, საქართველოს ხელისუფლებამ სამ პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნა: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ევროკავშირს არაერთხელ მოუწოდეს განემარტათ, რა ჰქონდათ კონკრეტულად მხედველობაში.
ევროკავშირში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ევროკომისიას არ შეუძლია კონკრეტული რეფორმების შეთავაზება, ის მხოლოდ მიუთითებს ასეთ აუცილებლობაზე, ხოლო როგორ განხორციელდეს ის, ამას თავად ქვეყანა წყვეტს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.