https://sputnik-georgia.com/20231011/qartuli-ocnebis0liderebi-veneciis-komisiis-daskvnas-exmaurebian-283179659.html
„ქართული ოცნების“ ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან
„ქართული ოცნების“ ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზად არის გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დასძინა... 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T10:24+0400
2023-10-11T10:24+0400
2023-10-11T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული სასამართლო
ვენეციის კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_0:28:1818:1051_1920x0_80_0_0_e9bf26576df01dbfc3dd567d622291ff.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენ სერიოზულად, დიდი ინტერესითა და ყურადღებით ვეკიდებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.ვენეციის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა კანონპროექტებზე სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მისი ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან საქართველომ ერთი სრულად შეასრულა, ორი – ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ შესრულებულა.ამასთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობას.„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა“, – განაცხადა თალაკვაძემ.პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დასაბუთებულ რეკომენდაციას გაითვალისწინებს.ვენეციის კომისიამ საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა შეაფასა >>„საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძოს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზადაა მხედველობაში მიიღოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დაფუძნებული იქნება სამართლებრივ მოსაზრებებზე და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით ოხანაშვილმა ბუნდოვანი უწოდა.სასამართლო რეფორმა - „ქართული ოცნება" ევროკავშირის მესამე პირობის შესრულებაზე >>საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზად არის გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დასძინა მან.ვენეციის კომისიამ ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით. ამასთან, კომისია საბჭოს უფლებამოსილების შემცირების რეკომენდაციას იძლევა.თავის დასკვნაში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება.ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ - ოპოზიციამ კონსულტაციებზე უარი თქვა >>რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა, მაგრამ 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების მიღების შემთხვევაში რეკომენდაციები საკმარისად იქნება გათვალისწინებული.ხოლო რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_191:0:1628:1078_1920x0_80_0_0_d308100ae43334cf8b39c7efb982b6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული სასამართლო, ვენეციის კომისია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული სასამართლო, ვენეციის კომისია
„ქართული ოცნების“ ლიდერები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან
10:24 11.10.2023 (განახლებულია: 17:32 11.10.2023) საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზად არის გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დასძინა დეპუტატმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენ სერიოზულად, დიდი ინტერესითა და ყურადღებით ვეკიდებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ვენეციის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა კანონპროექტებზე სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მისი ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან საქართველომ ერთი სრულად შეასრულა, ორი – ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ შესრულებულა.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის, ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობას.
„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დასაბუთებულ რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
„საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძოს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზადაა მხედველობაში მიიღოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დაფუძნებული იქნება სამართლებრივ მოსაზრებებზე და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით ოხანაშვილმა ბუნდოვანი უწოდა.
„რაც შეეხება საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, ამაზე არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ვერ მოვისმინე არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უნდა განვახორციელოთ ფუნდამენტური რეფორმა, ან რას ნიშნავს ფუნდამენტური რეფორმა? იმავე ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში არსებულ საბჭოს მოდელთან დაკავშირებით დაგვიწერა დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ საბჭოს კომპოზიცია, სტრუქტურა და სამართლებრივი ძალა, რაც მას გააჩნია, მისასალმებელია და უმეტესად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზად არის გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დასძინა მან.
ვენეციის კომისიამ ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით. ამასთან, კომისია საბჭოს უფლებამოსილების შემცირების რეკომენდაციას იძლევა.
თავის დასკვნაში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება.
რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა, მაგრამ 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების მიღების შემთხვევაში რეკომენდაციები საკმარისად იქნება გათვალისწინებული.
ხოლო რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.