მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობაში" კეზერაშვილის არაფორმალურ მმართველობას აღარ მალავენ

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი
„ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა" არის „ყველა დესტრუქციული ქმედების მთავარი შემოქმედი“.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი არაფორმალურად მართავს პარტიას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველი პარტიის წევრები კეზერაშვილს დიდი ხანია უწოდებენ ოლიგარქს, რომელიც „ნამოძრაობას" კულისებიდან მართავს. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 10 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის.

„ისინი აღარ მალავენ იმ ვითარებას, რომ კეზერაშვილი არის იმ ჯგუფის არაფორმალური მმართველი, რომელიც ინარჩუნებს სახელს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მან სინანულით აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა" არის „ყველა დესტრუქციული ქმედების მთავარი შემოქმედი“.
„პოლიტიკურ კონკურენციაში დღეს მათ მიერ არჩეული იარაღი არის მხოლოდ რადიკალიზმი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაბეიშვილი, შესაძლოა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეცვალოს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და განათლების მინისტრი.
დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>>
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ამ პარტიის ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება „ნაცმოძრაობის" შემდეგი თავმჯდომარე.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
გასულ კვირაში პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში, აღნიშნა მელიამ.
ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილს კვიპროსზე შეხვდება>>>
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
ყველა ახალი ამბავი
0