მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ისრაელის ბარბაროსული აგრესია“: „ჰამასმა“ ბაიდენის განცხადებას უპასუხა

© AFP 2024 / SAID KHATIB
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება არის წაქეზება, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად და მიმართულია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, განაცხადა პალესტინურმა რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“.

„[ჰამასი] მტკიცედ უარყოფს და გმობს ბაიდენის წამქეზებლურ განცხადებებს, რომლებიც ისრაელის ბარბაროსულ ოკუპაციურ აგრესიას დაემთხვა ღაზის სექტორისა და სხვა ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიების წინააღმდეგ“, − ნათქვამია განცხადებაში.

პალესტინური მოძრაობის განმარტებით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ოპერაცია „ალ-აქსის წარღვნა“ მთლიანად პალესტინელი ხალხისა და იმ პალესტინელების დაცვის მიზნით წამოიწყო, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. გარდა ამისა, ოპერაციის მიზანი ასევე იყო იერუსალიმში მდებარე მეჩეთ „ალ-აქსის“ დაცვა და ისრაელის აგრესიის, ბლოკადისა და ოკუპაციის დასრულება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
მსოფლიო დღეს
ჟოზეპ ბორელი: ისრაელი საერთაშორისო სამართალს არღვევს
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ „ჰამასის“ ბოევიკები კი არ იცავენ პალესტინელ ხალხს, არამედ ცოცხალ ფარად იყენებენ მას. ამასთან პრეზიდენტმა ურჩია მსოფლიოს ყველა მტრულად განწყობილ მხარეს, არ შეეცადონ შექმნილი ვითარების გამოყენებას.
„ჰამასის“ წარმომადგენლებმა აშშ ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმართ და თეთრ სახლს პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდეს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
მსოფლიო დღეს
Haaretz: ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა
ბოლო მონაცემებით, ისრაელისა და პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შეტაკებების შედეგად დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2400 ისრაელის მოქალაქე. „ჰამასელების“ ტყვეობაში 100-150 კაცია.
რაც შეეხება პალესტინელებს, დაღუპულია 900 და დაჭრილია 4250 კაცი. ღაზის სექტორი 263 ათასმა ადამიანმა დატოვა. პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად მთლიანად დანგრეულია დაახლოებით 1000 სახლი, კიდევ 560 კი საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
წყარო: Haaretz
ყველა ახალი ამბავი
0