მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჟოზეპ ბორელი: ისრაელი საერთაშორისო სამართალს არღვევს

© photo: Sputnik / Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ტოტალურ ბლოკადას, განაცხადა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

„ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს აუცილებლად საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა ხდებოდეს. [ისრაელის] ზოგი ქმედება კი, როგორებიცაა ელექტროენერგიის გათიშვა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდების შეწყვეტა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, − აღნიშნა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორივე მხარეს მოუწოდებენ, პატივი სცენ ჰუმანიტარულ სამართალს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას არ დაუბლოკავენ წყალს, სურსათსა და ელექტროენერგიას“.
არ გამოტოვოთ: რატომ ვერ დაიცვა ისრაელმა საზღვარი: დასახელდა ოთხი მიზეზი
ამასთან ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, მაგრამ ეს შეფასება ყველა პალესტინელს არ ეხება.
„ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის. ამიტომ კოლექტიური დასჯა უსამართლო და არაპროდუქტიული იქნება. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს და მსოფლიო ინტერესებს“, − განაცხადა მან.
არ გამოტოვოთ: ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა
ბოლო მონაცემებით, ისრაელისა და პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შეტაკებების შედეგად დაღუპულია ისრაელის 1200 მოქალაქე და 900 პალესტინელი. ღაზის სექტორი 263 ათასმა ადამიანმა დატოვა. პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად მთლიანად დანგრეულია დაახლოებით 1000 სახლი, კიდევ 560 კი საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0