მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Haaretz: ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

© AP Photo / Tsafrir Abayov
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის არმიამ პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის მუჰამედ დეიფის სახლზე შეტევა მიიტანა, იუწყება გამოცემა Haaretz პალესტინის მხარის მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შესაძლოა დეიფის მამა, ძმა, შვილები და სხვა ნათესავები დაღუპულიყვნენ.
არსებული ცნობით, თავად მუჰამედ დეიფის ადგილსამყოფელი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ღაზის ტერიტორიაზე გვირაბების ლაბირინთში იმალებოდეს, სადაც, ზოგიერთი ცნობით, ბოევიკების მიერ დატყვევებული ებრაელებიც იმყოფებიან.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
მსოფლიო დღეს
რატომ ვერ დაიცვა ისრაელმა საზღვარი: დასახელდა ოთხი მიზეზი
აღსანიშნავია, რომ დეიფისა და მისი ნათესავების დაღუპვის შესახებ ცნობები ადრეც არაერთხელ გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მკვლელობის შვიდ მცდელობას გადაურჩა (უკანასკნელად 2021 წელს) და იშვიათად ჩნდება საჯაროდ.
ამასთან ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის ცენტრალურ რაიონზე, სადაც „ჰამასის“ ბოევიკები მოქმედებენ, 70 შეტევა მიიტანა. მათ შორის შენობაზე, რომელსაც დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელისა და პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შეტაკებების შედეგად დაღუპულია ისრაელის 1200 მოქალაქე და 900 პალესტინელი. ღაზის სექტორი 263 ათასმა ადამიანმა დატოვა. პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად მთლიანად დანგრეულია დაახლოებით 1000 სახლი, კიდევ 560 კი საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
წყარო: Haaretz
ყველა ახალი ამბავი
0