https://sputnik-georgia.com/20231010/ocneba-gadatrialebis-saqmesi-politikosebis-monawileobas-ar-gamoricxavs-283161472.html
საქმე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ: „ოცნება" პოლიტიკოსების მონაწილეობას არ გამორიცხავს
საქმე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ: „ოცნება" პოლიტიკოსების მონაწილეობას არ გამორიცხავს
Sputnik საქართველო
ამ საქმის გამოძიება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, განაცხადა პოლიტიკოსმა. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T16:07+0400
2023-10-10T16:07+0400
2023-10-10T20:13+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
უკრაინა
სერბეთი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_c5a47ccc0bf80bbe281fada5a3ac0054.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ საქმეში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მონაწილეობდნენ, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ქადაგიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება. ამ დროისათვის სუსში უკვე გამოკითხეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები და სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიის ცენტრის (CANVAS) წევრები არიან. სუსში განაცხადეს, რომ USAID-ის მოწვევით 25 სექტემბერს ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების ჭეშმარიტი მიზანია ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.მყისიერ ზომებს ვიღებთ - გივი მიქანაძე აქციების შესახებ კანონის გამკაცრებაზე>> „კანვასი“ კატეგორიულად უარყოფს სუსის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ძალადობრივი არეულობების მოწყობას. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ყველა პროგრამა და ტრენინგი, რომლებიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, ეფუძნება არაძალადობრივი ბრძოლის შესახებ სასწავლო პროგრამას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტში. თბილისში ჩატარებული ტრენინგიც მიმართული იყო საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და მათ აღჭურვაზე ინსტრუმენტებითა და ცოდნით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ და ცვლილებების პოზიტიურ სოციალურ დაცვაზე, განმარტეს CANVAS-ში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის. უკრაინა კრიმინალების თავშესაფარი გახდა – რეაქცია გადატრიალების შესახებ სუსის განცხადებაზე>>გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, აღნიშნეს სუსში. ასევე ნათქვამია, რომ არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება. გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს - კობახიძე აშშ-ის სახდეპარტამენტის განცხადებაზე>>შეთქმულების მონაწილეები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ემზადებიან, ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის დასკვნა საქართველოს სტატუსის შესახებ უარყოფითი იქნება და ისინი მათ ხელთ არსებულ საინფორმაციო ქსელებისა და მთავრობაზე მიწებებული „პრორუსულის" იარლიყის გამოყენებით ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიან საზოგადოებაში მღელვარების შესაქმნელად და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში. რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. შემაშფოთებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე>>აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს. დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. ევროკავშირი გმობს ძალადობას, მაგრამ მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას - ჰერჩინსკი>>ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
საქართველო
უკრაინა
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_756:191:3233:2048_1920x0_80_0_0_4a1cc8cf82741c7436b0ea53010b1105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, უკრაინა , სერბეთი, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, უკრაინა , სერბეთი, ქართული ოპოზიცია
საქმე სახელმწიფო გადატრიალების შესახებ: „ოცნება" პოლიტიკოსების მონაწილეობას არ გამორიცხავს
16:07 10.10.2023 (განახლებულია: 20:13 10.10.2023) ამ საქმის გამოძიება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ საქმეში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მონაწილეობდნენ, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.
„არ გამოვრიცხავ, შეიძლება ამაში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების ფარგლებში რა ნაბიჯებს გადადგამს უსაფრთხოების სამსახური. ერთი რამ ნათელია – საგამოძიებო პროცესი საქართველოში არის უმაღლესი და ევროპული სტანდარტებით მიმდინარეობს", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამ დროისათვის სუსში უკვე გამოკითხეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები და სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიის ცენტრის (CANVAS) წევრები არიან.
სუსში განაცხადეს, რომ USAID-ის მოწვევით 25 სექტემბერს ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების ჭეშმარიტი მიზანია ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
„კანვასი“ კატეგორიულად უარყოფს სუსის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ძალადობრივი არეულობების მოწყობას. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ყველა პროგრამა და ტრენინგი, რომლებიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, ეფუძნება არაძალადობრივი ბრძოლის შესახებ სასწავლო პროგრამას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
თბილისში ჩატარებული ტრენინგიც მიმართული იყო საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და მათ აღჭურვაზე ინსტრუმენტებითა და ცოდნით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ და ცვლილებების პოზიტიურ სოციალურ დაცვაზე, განმარტეს CANVAS-ში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, აღნიშნეს სუსში. ასევე ნათქვამია, რომ არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შეთქმულების მონაწილეები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ემზადებიან, ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის დასკვნა საქართველოს სტატუსის შესახებ უარყოფითი იქნება და ისინი მათ ხელთ არსებულ საინფორმაციო ქსელებისა და მთავრობაზე მიწებებული „პრორუსულის" იარლიყის გამოყენებით ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიან საზოგადოებაში მღელვარების შესაქმნელად და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში.
მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.