https://sputnik-georgia.com/20231009/sasmeli-da-sakvebi-produqtebis-saertasoriso-gamofenasi-283136452.html
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში 23 ქართული კომპანია მონაწილეობს
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში 23 ქართული კომპანია მონაწილეობს
Sputnik საქართველო
გამოფენის მიზანია ბიზნეს-კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვეთებთან. 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T18:14+0400
2023-10-09T18:14+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23395/71/233957143_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_f9886e67fef148dfe0129db31b9fec2b.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023-ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023 ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 7-11 ოქტომბერს იმართება. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი. გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 165 ათასი ვიზიტორი ესწრება და მასში დაახლოებით 7,5 ათასამდე მონაწილეა. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში და მისი მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. პირველად: „ქართული გემოები" ნიუ-იორკის სასურსათო გამოფენაზე მოხვდა>>სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ქართული დელეგაცია მასშტაბურ გამოფენაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს.სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23395/71/233957143_138:0:2362:1668_1920x0_80_0_0_7a180e7d5e9b5d32107ce49b4aff07dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში 23 ქართული კომპანია მონაწილეობს
18:14 09.10.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) გამოფენის მიზანია ბიზნეს-კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვეთებთან.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023-ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2023 ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 7-11 ოქტომბერს იმართება.
მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ორ პავილიონშია წარმოდგენილი. საკვები პროდუქტების პავილიონში გამოფენილია ქართული კომპანიების ნაწარმი: თხილი და თხილის პროდუქტები, ნუში, ნიგოზი, მოცვი, ჯემები, თაფლი, მშრალი ხილი და ჩურჩხელა და ე.წ. ready to eat პროდუქცია.
სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 165 ათასი ვიზიტორი ესწრება და მასში დაახლოებით 7,5 ათასამდე მონაწილეა. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში და მისი მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ქართული დელეგაცია მასშტაბურ გამოფენაში უკვე მეხუთედ
მონაწილეობს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.