https://sputnik-georgia.com/20230703/qartuli-kerzebi-niu-iorksi-279191403.html
პირველად: „ქართული გემოები" ნიუ-იორკის სასურსათო გამოფენაზე მოხვდა
პირველად: „ქართული გემოები" ნიუ-იორკის სასურსათო გამოფენაზე მოხვდა
Sputnik საქართველო
გამოფენაში მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T15:11+0400
2023-07-03T15:11+0400
2023-11-04T14:55+0400
ქართული სამზარეულო
გემრიელი სამზარეულო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
აშშ
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/81/233818146_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d44a0e159bead5502395722dcf190eef.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართული კერძები ნიუ-იორკის მასშტაბურ სასურსათო გამოფენა Fancy Food Show-ზე პირველად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველოდან 16 კომპანია წარდგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი". გამოფენას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, საქართველოს მთავრობა ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში მაქსიმალურად ეხმარება, ამისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კურსები ტარდება. წელს Fancy Food Show-ში დაახლოებით 40 ათასმა მონაწილემ და სტუმარმა მოიყარა თავი. საქართველოს სლოგანი იყო „ჩვენ ვქმნით, თქვენ გრძნობთ".საერთაშორისო სავაჭრო სურსათის ასოციაცია (NASFT) იმ კომპანიების არაკომერციული საქმიანი კავშირია, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოების, საცალო და საბითუმო დისტრიბუციის სფეროში მუშაობენ. მსოფლიოს საუკეთესო ქათმის კერძები - ჩამონათვალში სამი ქართული რეცეპტი მოხვდა>>ასოციაცია 1952 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანია ახალი ტექნოლოგიებისა და კვების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის გამოფენა მთელი მსოფლიოდან 15-დან 30 ათასამდე პროფესიონალ სტუმარს იზიდავს. ყოველწლიური ზამთრის სესია Fancy Food Show SFA აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რომელიმე ქალაქში ტარდება, ხოლო ყოველწლიური ზაფხულის სესია Fancy Food Show – ნიუ-იორკში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/81/233818146_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2b3abf364f293c486eef48e5143b8375.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული სამზარეულო , გემრიელი სამზარეულო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აშშ , აწარმოე საქართველოში
ქართული სამზარეულო , გემრიელი სამზარეულო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აშშ , აწარმოე საქართველოში
პირველად: „ქართული გემოები" ნიუ-იორკის სასურსათო გამოფენაზე მოხვდა
15:11 03.07.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) გამოფენაში მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართული კერძები ნიუ-იორკის მასშტაბურ სასურსათო გამოფენა Fancy Food Show-ზე პირველად იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე საქართველოდან 16 კომპანია წარდგა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი". გამოფენას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, საქართველოს მთავრობა ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში მაქსიმალურად ეხმარება, ამისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კურსები ტარდება.
წელს Fancy Food Show-ში დაახლოებით 40 ათასმა მონაწილემ და სტუმარმა მოიყარა თავი. საქართველოს სლოგანი იყო „ჩვენ ვქმნით, თქვენ გრძნობთ".
საერთაშორისო სავაჭრო სურსათის ასოციაცია (NASFT) იმ კომპანიების არაკომერციული საქმიანი კავშირია, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოების, საცალო და საბითუმო დისტრიბუციის სფეროში მუშაობენ.
ასოციაცია 1952 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანია ახალი ტექნოლოგიებისა და კვების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის გამოფენა მთელი მსოფლიოდან 15-დან 30 ათასამდე პროფესიონალ სტუმარს იზიდავს.
ყოველწლიური ზამთრის სესია Fancy Food Show SFA აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რომელიმე ქალაქში ტარდება, ხოლო ყოველწლიური ზაფხულის სესია Fancy Food Show – ნიუ-იორკში.