მსოფლიოს საუკეთესო ქათმის კერძები - ჩამონათვალში სამი ქართული რეცეპტი მოხვდა

© photo: Sputnik / Denis Abramovქათმები ფერმაში
ქათმები ფერმაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
TasteAtlas-ის რეიტინგის ტოპ-სამეულში ირანული, კორეული და ინდური კერძები მოხვდა.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პოპულარული კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas-ის ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ქათმის კერძების ჩამონათვალში სამი ქართული კერძი მოხვდა.
TasteAtlas – ესაა მთელი მსოფლიოს ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასი, „გემოების ენციკლოპედია", რომელშიც უკვე 10 ათასზე მეტი სასმელი და კერძია შეტანილი.
რეიტინგის მეექვსე ადგილზე მოხვდა წიწილა ტაბაკა, რომლის მომზადების წესი პორტალის ვებ-გვერდზე დეტალურად არის აღწერილი.

„კარგად მომზადების შემთხვევაში ქათამი გარედან ხრაშუნა უნდა იყოს, მაგრამ შიგნიდან სინაზე და სინოტივე უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული", – ნათქვამია კერძის აღწერაში და იქვე დამატებულია, რომ ის ტყემლის საწებლით უნდა მიირთვათ.

ჩახოხბილი მე-16 ადგილზე მოხვდა, ხოლო 39-ე ადგილი „შქმერულმა" დაიკავა.
რეიტინგის „გამარჯვებული" სამეულია ირანული კერძი „ჯუჯე ქაბაბი", კორეული „დაკ გალბი" და ინდური „მურგ მაკჰანი".
ქართული სამზარეულო TasteAtlas-ის რეიტინგში აქამდეც არაერთხელ მოხვედრილა.
ყველა ახალი ამბავი
0