შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“ ანტიქართულ კამპანიას ატარებს

© courtesy of Shalva Papuashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
პაპუაშვილმა მოუწოდა სხვა არასამთავრობოებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც არ იზიარებენ GRASS-ის პოზიციებს, თავისი პოზიცია ღიად და ხმამაღლა დააფიქსირონ.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ზოგიერთი ელიტური არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებს ანტიქართულ კამპანიას და მოუწოდებს ევროკავშირს, მოსთხოვოს საქართველოს სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა გამოცემა Euroactive-თან ქართული ანალიტიკური ცენტრ GRASS-ის დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატის სერგი კაპანაძის ინტერვიუს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ ევროკავშირმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრების პრობლემის მოგვარება.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი“ პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, ანუ შეიყვანოს საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში... ეს არის ზუსტად ანტიქართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენ შარშან, ივნისში ვიხილეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც სპიკერმა განმარტა, გასული წლის ივნისში ელიტური „ენჯეოების“ ჯგუფი წერდა სტატიებს იმის შესახებ, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, არამედ მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭოს.
„შემდეგ ვნახეთ მცდელობები მთავრობის გადაყენების და „ენჯეოების“ ჩართულობისა მთავრობის ფორმირებაში“, - განაცხადა მან.
პარლამენტის სპიკერის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS პირდაპირ მოითხოვს საქართველოსგან, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის და ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის ქვეშ დააყენოს.
მიუხედავად ამისა, პაპუაშვილმა მოუწოდა სხვა არასამთავრობოებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც არ იზიარებენ GRASS-ის პოზიციებს, თავისი პოზიცია ღიად და ხმამაღლა დააფიქსირონ.
„არასამთავრობოებს მივმართავ, ახლა მომენტია, ის კი არა, რომ ჩუმად, პირად საუბრებში ისაუბროთ და გქონდეთ პრეტენზიები ამ ელიტური „ენჯეოების“ მიმართ, არამედ თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, არ ეთანხმებით სტატუსმეტრის შეფასებას, თქვით ღიად, რომ არ ეთანხმებით“, - განაცხადა მან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„მჯერა ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს" - პრემიერი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე >>
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
საქართველო მზადაა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის - ირაკლი კობახიძე>>>
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0