https://sputnik-georgia.com/20231008/salva-papuasvilma-dasavletis-qveynebs-kezerasvilis-gadmocemis-txovnit-mimarta-283076283.html
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს კეზერაშვილის გადმოცემის თხოვნით მიმართა
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს კეზერაშვილის გადმოცემის თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
კეზერაშვილმა, რომელსაც მხოლოდ მცირე ხელფასი ჰქონდა, საქართველო მულტიმილიონერად დატოვა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T10:03+0400
2023-10-08T10:03+0400
2023-10-27T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_341:198:1210:687_1920x0_80_0_0_263361a1f4c231b372f348f8e631a502.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გადმოსცენ საქართველოს დაუსწრებლად მსჯავრდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებდა.კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კეზერაშვილის დაკავების მნიშვნელობაზე, რომელიც უცხოეთში იმალება და თავს არიდებს მართლმსაჯულებას.„ერთ-ერთი ასეთი მარტივი და ლეგიტიმური აქტი იმ კრიმინალის დაკავება იქნება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ევროპაში, რომელიც დღესაც დაუღალავად ირჯება ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.სპიკერმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მოგვიანებით მას შეეხო ამნისტია და სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა.„ეს ხუთი მილიონი ევრო ბიუჯეტში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული წვრთნები არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ფული კი, გაქრა... მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა შემოსავალი არასდროს ჰქონია, 2012 წელს საქართველო, როგორც მულტიმილიონერმა დატოვა“, - დაწერა პაპუაშვილმა.მან აღნიშნა, რომ კეზერაშვილი ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“ აფინანსებს. ივნისში გახდა ცნობილი, რომ ტელეარხმა დაიქირავა ამერიკელი ლობისტები, კერძოდ კი კომპანია Cornerstone Government Affairs. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტმა 420.000 აშშ დოლარი შეადგინა.კალაძე: კეზერაშვილი ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ფულს საკუთარი იმიჯის გამყარებისთვის უხდის >>კონტრაქტში ნათქვამია, რომ Cornerstone-ს მოეთხოვება მედიასთან მუშაობა და საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობა ქართულ მედიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკოსებისა და არჩეული ოფიციალური პირების, ანალიტიკური ცენტრების, აკადემიური წრეების და ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციების ინფორმირებისთვის.„უფრო მეტიც, გასულ წელს კეზერაშვილმა მოახერხა საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეცვალა ახალი, მისივე შექმნილი „ლიდერით“, ლევან ხაბეიშვილით“, - დაწერა პაპუაშვილმა.გარდა ამისა, პარლამენტის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ВВС-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც ტრანსნაციონალურ თაღლითობას ეხება.„ფორმულა" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 420 ათას დოლარს გადაუხდის >>ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას. პენსიონერებს არწმუნებდნენ თითქოსდა სარფიანი კაპიტალდაბანდებები გაეკეთებინათ, სინამდვილეში კი მათი ფულის მითვისება ხდებოდა. საუბარია 1 მილიარდ დოლარზე.„მიუხედავად ამ დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით და აგრძელებს პრობლემების შექმნას ქართული პოლიტიკისთვის. თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა“, - დაწერა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ, მშვიდობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_491:230:1091:680_1920x0_80_0_0_16945000d6c0ff275541577351f74575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს კეზერაშვილის გადმოცემის თხოვნით მიმართა
10:03 08.10.2023 (განახლებულია: 16:31 27.10.2023) კეზერაშვილმა, რომელსაც მხოლოდ მცირე ხელფასი ჰქონდა, საქართველო მულტიმილიონერად დატოვა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გადმოსცენ საქართველოს დაუსწრებლად მსჯავრდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებდა.
კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.
„თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში – საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კეზერაშვილის დაკავების მნიშვნელობაზე, რომელიც უცხოეთში იმალება და თავს არიდებს მართლმსაჯულებას.
„ერთ-ერთი ასეთი მარტივი და ლეგიტიმური აქტი იმ კრიმინალის დაკავება იქნება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ევროპაში, რომელიც დღესაც დაუღალავად ირჯება ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მოგვიანებით მას შეეხო ამნისტია და სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა.
„ეს ხუთი მილიონი ევრო ბიუჯეტში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული წვრთნები არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ფული კი, გაქრა... მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა შემოსავალი არასდროს ჰქონია, 2012 წელს საქართველო, როგორც მულტიმილიონერმა დატოვა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კეზერაშვილი ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“ აფინანსებს. ივნისში გახდა ცნობილი, რომ ტელეარხმა დაიქირავა ამერიკელი ლობისტები, კერძოდ კი კომპანია Cornerstone Government Affairs. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტმა 420.000 აშშ დოლარი შეადგინა.
კონტრაქტში ნათქვამია, რომ Cornerstone-ს მოეთხოვება მედიასთან მუშაობა და საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობა ქართულ მედიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკოსებისა და არჩეული ოფიციალური პირების, ანალიტიკური ცენტრების, აკადემიური წრეების და ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციების ინფორმირებისთვის.
„უფრო მეტიც, გასულ წელს კეზერაშვილმა მოახერხა საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეცვალა ახალი, მისივე შექმნილი „ლიდერით“, ლევან ხაბეიშვილით“, - დაწერა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ВВС-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც ტრანსნაციონალურ თაღლითობას ეხება.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას. პენსიონერებს არწმუნებდნენ თითქოსდა სარფიანი კაპიტალდაბანდებები გაეკეთებინათ, სინამდვილეში კი მათი ფულის მითვისება ხდებოდა. საუბარია 1 მილიარდ დოლარზე.
„მიუხედავად ამ დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით და აგრძელებს პრობლემების შექმნას ქართული პოლიტიკისთვის. თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ, მშვიდობას.