https://sputnik-georgia.com/20230605/formula-amerikul-lobistur-kompanias-420-atas-dolars-gadauxdis-278289872.html
„ფორმულა" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 420 ათას დოლარს გადაუხდის
„ფორმულა" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 420 ათას დოლარს გადაუხდის
Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელია. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T14:36+0400
2023-06-05T14:36+0400
2023-06-12T15:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_0:182:2669:1683_1920x0_80_0_0_96c71a7c21b8fae8c2fe62b0c6b10c0e.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ", რომლის დამფუძნებელი დაუსწრებლად მსჯავრდებული თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილია, 420 ათასი დოლარის კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პუბლიკაციაში. „ფორმულა" სამი ოპოზიციური ტელეარხიდან ერთ-ერთია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს. მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ "ნაცმოძრაობას" კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ლობისტური კომპანია ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულის" ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ამერიკულ მასმედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია. კონტრაქტი 12 თვეზეა გათვლილი და ხელმოწერის დღეს ამოქმედდება. მომსახურების გადახდა ოთხ ნაწილად მოხდება – თითოეულ ჯერზე 105 ათასი დოლარის ოდენობით. დოკუმენტი 2023 წლის 21 მაისს გაფორმდა. მას ხელი მოაწერა „ფორმულის" დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ.კობახიძე: კეზერაშვილი თავს დაესხა BBC-ს, შესაძლოა მან დიდი ფულით საქმეც მოიგოს>> დავით კეზერაშვილმა აპრილის შუა რიცხვებში „ფორმულაში" საკუთარი წილის ნახევარი კოლექტივს გადასცა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა. კეზერაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის ფონზე, რომელიც ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ტელეარხი „ფორმულა" ხუთი ადამიანის საკუთრებაა. აქამდე კეზერაშვილის წილი 51%-ს შეადგენდა. მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საგინაძეს, ზურაბ გუმბარიძეს და გიორგი ლიფონავას თითოეულს 12,25% აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილმა წილის ნაწილზე უარი თქვა, ცნობილია, რომ ის ტელეკომპანიისთვის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს. ვინ არის კეზერაშვილი დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა. კეზერაშვილი, როგორც შიდსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ნიკა მელია>>2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე. ВВС-ს სკანდალური გამოძიება ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე. BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი". BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით. „ფორმულა“ კეზერაშვილის ფულის გარეშე ვერ გადარჩება - რაქვიაშვილი>>„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან. BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ. იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_343:184:2291:1645_1920x0_80_0_0_f38ede5cbfd08a5e5b273f2879f39f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
„ფორმულა" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 420 ათას დოლარს გადაუხდის
14:36 05.06.2023 (განახლებულია: 15:53 12.06.2023) თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელია.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ", რომლის დამფუძნებელი დაუსწრებლად მსჯავრდებული თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილია, 420 ათასი დოლარის კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პუბლიკაციაში.
„ფორმულა" სამი ოპოზიციური ტელეარხიდან ერთ-ერთია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს. მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ "ნაცმოძრაობას" კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული
დოკუმენტის თანახმად, ლობისტური კომპანია ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულის" ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ამერიკულ მასმედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია.
კონტრაქტი 12 თვეზეა გათვლილი და ხელმოწერის დღეს ამოქმედდება. მომსახურების გადახდა ოთხ ნაწილად მოხდება – თითოეულ ჯერზე 105 ათასი დოლარის ოდენობით.
დოკუმენტი 2023 წლის 21 მაისს გაფორმდა. მას ხელი მოაწერა „ფორმულის" დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ.
დავით კეზერაშვილმა აპრილის შუა რიცხვებში „ფორმულაში" საკუთარი წილის ნახევარი კოლექტივს გადასცა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა. კეზერაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის ფონზე, რომელიც ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
ტელეარხი „ფორმულა" ხუთი ადამიანის საკუთრებაა. აქამდე კეზერაშვილის წილი 51%-ს შეადგენდა. მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საგინაძეს, ზურაბ გუმბარიძეს და გიორგი ლიფონავას თითოეულს 12,25% აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილმა წილის ნაწილზე უარი თქვა, ცნობილია, რომ ის ტელეკომპანიისთვის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.