კალაძე: კეზერაშვილი ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ფულს საკუთარი იმიჯის გამყარებისთვის უხდის

© Tbilisi City Hall
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
ტელეარხმა „ფორმულამ“ კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ 420 ათას დოლარიანი კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Cornerstone Government Affairs მისი დამფუძნებლის, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის იმიჯის გამყარებას ისახავს მიზნად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა კახა კალაძემ.
დავით კეზერაშვილმა აპრილის შუა რიცხვებში „ფორმულაში" საკუთარი წილის ნახევარი კოლექტივს გადასცა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა. კეზერაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის ფონზე, რომელიც ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.

„ტელეკომპანია „ფორმულა“ აქ არაფერ შუაშია. იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობაში. ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, BBC-ს ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება უამრავი გაუბედურებული ადამიანის შესახებ. ამ ყველაფრის შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციურმა ძალებმა უკვე სცადეს ფულის დახარჯვა საქართველოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემის გამოყენებით ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის, მათ ეს არ გამოუვიდათ და არც ამჯერად გამოუვათ.
სააკაშვილის ლობისტური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - კალაძე >>
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
„ახლა კი ეს ადამიანი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე. ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ, ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მათ არაფერი გამოუვიდათ. იგივე იქნება ახლაც“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

„ფორმულას“ ხელშეკრულება

„ფორმულა" სამი ოპოზიციური ტელეარხიდან ერთ-ერთია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს. მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობას" კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქს უწოდებენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ლობისტური კომპანია ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულის" ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ამერიკულ მასმედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. გარდა ამისა, ის საქართველოში არსებული თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დაცვის პროპაგანდით დაკავდება.
„ფორმულა" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 420 ათას დოლარს გადაუხდის >>
Cornerstone-ს მოეთხოვება მედიასთან მუშაობა და საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობა ქართულ მედიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკოსებისა და არჩეული ოფიციალური პირების, ანალიტიკური ცენტრების, აკადემიური წრეების და ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციების ინფორმირებისთვის, ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი 2023 წლის 21 მაისს გაფორმდა. მას ხელი მოაწერა „ფორმულის" დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ. კონტრაქტი 12 თვეზეა გათვლილი და ხელმოწერის დღეს ამოქმედდება. მომსახურების გადახდა ოთხ ნაწილად მოხდება – თითოეულ ჯერზე 105 ათასი დოლარის ოდენობით.
ტელეარხი „ფორმულა" ხუთი ადამიანის საკუთრებაა. აქამდე კეზერაშვილის წილი 51%-ს შეადგენდა. მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საგინაძეს, ზურაბ გუმბარიძეს და გიორგი ლიფონავას თითოეულს 12,25% აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილმა წილის ნაწილზე უარი თქვა, ცნობილია, რომ ის ტელეკომპანიისთვის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს.

ვინ არის კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
კეზერაშვილი, როგორც შიდსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ნიკა მელია>>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„ფორმულა“ კეზერაშვილის ფულის გარეშე ვერ გადარჩება - რაქვიაშვილი>>
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0