https://sputnik-georgia.com/20231008/israelma-omi-oficialurad-daiwyo-283115022.html
ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა
ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა, ვრცელდება ინფორმაცია 700 დაღუპულის შესახებ 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T21:00+0400
2023-10-08T21:00+0400
2023-10-09T12:18+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი
კონფლიქტები
პალესტინა
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086082_0:312:3001:2000_1920x0_80_0_0_9d9676254896b294a1e4b38da833205a.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელში ამოქმედდა ძირითადი კანონის „მე-40 პუნქტი“, რომელიც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს, იუწყებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში.„სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა გუშინ საღამოს ომის მდგომარეობა და, შესაბამისად, მსხვილი სამხედრო ოპერაციების დაწყება დაამტკიცა. ეს შეესაბამება ისრაელის მთავრობის ძირითადი კანონის მე-40 მუხლს. ომი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აიძულეს ღაზის სექტორიდან სასიკვდილო ტერორისტული შეტევის შედეგად, 2023 წლის 7 ოქტომბერს 06:00 საათზე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართულებით 3 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასის ბოევიკები სამხრეთ ისრაელის საზღვრისპირა რაიონებში შეიჭრნენ. პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაიწყო.საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს.ელჩი: ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა >>>ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა. ისრაელის სამხედროები დასახლებულ პუნქტებში წმენდას ახორციელებენ.ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 700 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 2156 დაშავდა.
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086082_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_456130cb25ecc052945e1332ea5fff3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი , კონფლიქტები, პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი , კონფლიქტები, პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა
21:00 08.10.2023 (განახლებულია: 12:18 09.10.2023) შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა, ვრცელდება ინფორმაცია 700 დაღუპულის შესახებ
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელში ამოქმედდა ძირითადი კანონის „მე-40 პუნქტი“, რომელიც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს, იუწყებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში.
„სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა გუშინ საღამოს ომის მდგომარეობა და, შესაბამისად, მსხვილი სამხედრო ოპერაციების დაწყება დაამტკიცა. ეს შეესაბამება ისრაელის მთავრობის ძირითადი კანონის მე-40 მუხლს. ომი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აიძულეს ღაზის სექტორიდან სასიკვდილო ტერორისტული შეტევის შედეგად, 2023 წლის 7 ოქტომბერს 06:00 საათზე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
შაბათს დილით ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართულებით 3 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასის ბოევიკები სამხრეთ ისრაელის საზღვრისპირა რაიონებში შეიჭრნენ. პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაიწყო.
საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა. ისრაელის სამხედროები დასახლებულ პუნქტებში წმენდას ახორციელებენ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 700 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 2156 დაშავდა.