https://sputnik-georgia.com/20231007/saqartvelos-pirveli-pirebi-israelsi-ganvitarebul-movlenebs-exmaurebian-283071508.html
საქართველოს პირველი პირების რეაქცია ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველოს პირველი პირების რეაქცია ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე
Sputnik საქართველო
ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 07.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-07T23:31+0400
2023-10-07T23:31+0400
2023-10-07T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283063316_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d42d5ad03c5266daff1f6498de865936.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად დაგმეს ისრაელზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმა, რომელსაც ადამიანური მსხვერპლი მოყვა.შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 40 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 779 დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 160 დაღუპულისა და 931 დაშავებულის შესახებ განაცხადა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას ტერორიზმი უწოდა.თბილისის მერმა კახა კალაძემ კალაძე ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა.თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა გამოაცხადა, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე თელ-ავივში ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებები ფიქსირდება, იუწყება სერვისი NetBlocks.„სასტიკი და არაადამიანური აგრესია“ - შალვა პაპუაშვილი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე >>ჰამასის შეტევები დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში იმუშავებს იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად.ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოუწოდეს საერთაშორისო „კვარტეტის“ საქმიანობის დაუყოვნებლივ გააქტიურებისკენ ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო პროცესის აღსადგენად.მასირებული შეტევა ისრაელზე: თბილისმა თელ-ავივს სოლიდარობა გამოუცხადა >>კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისრაელი მუდმივად არღვევს პალესტინელების უფლებებს.ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პალესტინის ჰამასის ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ.მოსკოვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობაზე უარის თქმისკენ.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283063316_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_d87b7bb0f21c88e4fba93aaa97de44ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი
საქართველოს პირველი პირების რეაქცია ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე
ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად დაგმეს ისრაელზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმა, რომელსაც ადამიანური მსხვერპლი მოყვა.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 40 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 779 დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 160 დაღუპულისა და 931 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაჰუმანურობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას ტერორიზმი უწოდა.
„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კალაძე ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ. ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს. მშვიდობა გქონდეთ“, – დაწერა კალაძემ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა გამოაცხადა, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე თელ-ავივში ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებები ფიქსირდება, იუწყება სერვისი NetBlocks.
ჰამასის შეტევები დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.
პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში იმუშავებს იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოუწოდეს საერთაშორისო „კვარტეტის“ საქმიანობის დაუყოვნებლივ გააქტიურებისკენ ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო პროცესის აღსადგენად.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისრაელი მუდმივად არღვევს პალესტინელების უფლებებს.
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პალესტინის ჰამასის ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ.
მოსკოვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობაზე უარის თქმისკენ.