მასირებული შეტევა ისრაელზე: თბილისმა თელ-ავივს სოლიდარობა გამოუცხადა

© AFP 2024 / AHMAD GHARABLIსიტუაცია ისრაელში
სიტუაცია ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2023
გამოწერა
ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვმა 200 კაცს გადააჭარბა
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის სარაკეტო დაბომბვა და ისრაელის მთავრობას და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 40-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 740-ზე მეტი დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ ​​წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 160 დაღუპულისა და 931 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა გამოაცხადა, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ფონზე თელ-ავივში ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებები ფიქსირდება, იუწყება სერვისი NetBlocks.
სასტიკი და არაადამიანური აგრესია“ - შალვა პაპუაშვილი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე >>
ჰამასის შეტევები დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.
პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში იმუშავებს იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოუწოდეს საერთაშორისო „კვარტეტის“ დაუყოვნებლივ გააქტიურებისკენ ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო პროცესის აღსადგენად.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისრაელი მუდმივად არღვევს პალესტინელების უფლებებს.
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პალესტინის ჰამასის ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ.
მოსკოვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობაზე უარის თქმისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0