https://sputnik-georgia.com/20231004/es-demokratiis-nawilia-burwulaze-prezidentis-impicmentze-282949285.html
„ეს დემოკრატიის ნაწილია" - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
„ეს დემოკრატიის ნაწილია" - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T16:44+0400
2023-10-04T16:44+0400
2023-10-04T20:15+0400
ჯუანშერ ბურჭულაძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
საკონსტიტუციო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია და არანაირი პრობლემა დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში არ არის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია, დაამატა თავდაცვის მინისტრმა. სასამართლოს სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები – პარლამენტის ოთხი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან": მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ვადა>>საქმეს ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ განიხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი გადაწყვეტილებას მხარეთა დებატების შემდეგ მიიღებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ". კობახიძე: ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას>>ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოავლინა>>თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯუანშერ ბურჭულაძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო
ჯუანშერ ბურჭულაძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო
„ეს დემოკრატიის ნაწილია" - თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
16:44 04.10.2023 (განახლებულია: 20:15 04.10.2023) საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატიის ნაწილია და არანაირი პრობლემა დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში არ არის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
„ზოგადად, საჯარო პირები უნდა იყვნენ კონსტიტუციის დაცვის მაგალითი. საჯარო პირი კონსტიტუციას საჯაროდ თუ არღვევს, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში", – განაცხადა ბურჭულაძემ.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია, დაამატა თავდაცვის მინისტრმა.
სასამართლოს სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები – პარლამენტის ოთხი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან": მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საქმეს ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ განიხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი გადაწყვეტილებას მხარეთა დებატების შემდეგ მიიღებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.