https://sputnik-georgia.com/20231002/saqartvelos-premierma-tavdacvis-axali-kodeqsi-pozitiurad-seafasa-282889303.html
საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ახალი კოდექსი დადებითად შეაფასა
საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ახალი კოდექსი დადებითად შეაფასა
Sputnik საქართველო
3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე, განაცხადა პრემიერმა 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T22:39+0400
2023-10-02T22:39+0400
2023-10-27T13:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.22 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თავდაცვის კოდექსი, რომელიც სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. სამხედრო სამსახური ხდება სავალდებულო სტუდენტებისთვის, რომლებსაც მოუწევთ აკადემიური წლის აღება ან სწავლისა და სამსახურის შეთავსება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, 3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე.პრემიერის თქმით, ახალ კოდექსში შემუშავდა 6-თვიანი, 8-თვიანი და 12 თვიანი სამხედრო სამსახურის კურსები.პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი" დაამტკიცა >>„მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერმა.რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის საკმარისია ერთი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ერთი თვის გატარება, მათ შორის არდადეგების პერიოდში. შესაბამისად, სწავლის პერიოდში სტუდენტს დაუგროვდება ოთხთვიანი სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც ის სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება და მიიღებს სამხედრო მოწმობას.გარდა ამისა, ახალი კოდექსის მიხედვით იზრდება სამხედრო მოსამსახურის დაჭრის, დაშავების ან გარდაცვალების გამო დადგენილი კომპენსაციის ოდენობა. ამრიგად, დაჭრის და დასახიჩრების შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა 7 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარამდე იზრდება.საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის ძირითადი განხილვა დაასრულა - მთავარი სიახლე>>>გარდაცვალების შემთხვევაში - 30 ათასი ლარი 15 ათასის ნაცვლად.თავდაცვის კოდექსი აწესრიგებს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას, სამხედრო პოლიციას, სამხედრო სამსახურს, სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, პროფესიულ სამხედრო სამსახურს, თავდაცვის ძალების სამხედრო თადარიგისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს, სამხედრო განათლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ახალი კოდექსი დადებითად შეაფასა
22:39 02.10.2023 (განახლებულია: 13:59 27.10.2023) 3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
22 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თავდაცვის კოდექსი, რომელიც სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. სამხედრო სამსახური ხდება სავალდებულო სტუდენტებისთვის, რომლებსაც მოუწევთ აკადემიური წლის აღება ან სწავლისა და სამსახურის შეთავსება.
„მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ზოგადად, წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 3-4 წელიწადში, სამხედრო მომზადებას წელიწადში 9-10 ათასი წვევამდელი გაივლის, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში საუბარია 100.000 ახალგაზრდაზე.
„ეს აძლიერებს რეზერვის სისტემას და ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ახალ კოდექსში შემუშავდა 6-თვიანი, 8-თვიანი და 12 თვიანი სამხედრო სამსახურის კურსები.
„მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის საკმარისია ერთი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ერთი თვის გატარება, მათ შორის არდადეგების პერიოდში. შესაბამისად, სწავლის პერიოდში სტუდენტს დაუგროვდება ოთხთვიანი სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც ის სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება და მიიღებს სამხედრო მოწმობას.
გარდა ამისა, ახალი კოდექსის მიხედვით იზრდება სამხედრო მოსამსახურის დაჭრის, დაშავების ან გარდაცვალების გამო დადგენილი კომპენსაციის ოდენობა. ამრიგად, დაჭრის და დასახიჩრების შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა 7 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარამდე იზრდება.
გარდაცვალების შემთხვევაში - 30 ათასი ლარი 15 ათასის ნაცვლად.
თავდაცვის კოდექსი აწესრიგებს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას, სამხედრო პოლიციას, სამხედრო სამსახურს, სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, პროფესიულ სამხედრო სამსახურს, თავდაცვის ძალების სამხედრო თადარიგისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს, სამხედრო განათლებას.