https://sputnik-georgia.com/20230922/----282546483.html
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი" დაამტკიცა
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი" დაამტკიცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „თავდაცვის კოდექსი", რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T13:50+0400
2023-09-22T13:50+0400
2023-09-22T17:44+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_6b243c585f3959c904e81265aa4a88fd.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „თავდაცვის კოდექსი", რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. „თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. გარდა ამისა, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით მიიღეს თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებული 46 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი. საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის ძირითადი განხილვა დაასრულა - მთავარი სიახლე>>>თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. „თავდაცვის კოდექსის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას. ასევე გათვალისწინებულია ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_66408c9b89eb92473bad9a4363b10cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „თავდაცვის კოდექსი", რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს,
ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. გარდა ამისა, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით მიიღეს თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებული 46 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.
„თავდაცვის კოდექსი" აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას. იმ რეფორმებით, რასაც „თავდაცვის კოდექსი“ მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„თავდაცვის კოდექსის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას.
ასევე გათვალისწინებულია ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრება.