https://sputnik-georgia.com/20230930/skolis-moswavli-bulingis-mzime-faqti-imeretsi-sss-m-gamozieba-daiwyo-282807657.html
სკოლის მოსწავლის ბულინგის მძიმე ფაქტი იმერეთში: შსს-ში გამოძიება დაიწყო
სკოლის მოსწავლის ბულინგის მძიმე ფაქტი იმერეთში: შსს-ში გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T14:31+0400
2023-09-30T14:31+0400
2023-09-30T14:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
იმერეთი
ადამიანის უფლებები საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23565/22/235652265_0:204:2915:1844_1920x0_80_0_0_e219d642804a852a91922e17e4f59471.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქმე ეხება სოფელ გელათის სკოლაში მომხდარ ამბავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები თვეების განმავლობაში აშანტაჟებენ და ამცირებენ. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კლასელების მიერ დაწერილი წერილი და ბასრი საგანი, რომელიც გოგონამ თავის ჩანთაში იპოვა. წერილი, რომელშიც კლასელებმა გოგონას თვითდაზიანებისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. გოგონამ წერილი დედას აჩვენა. უწყების ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23565/22/235652265_92:0:2823:2048_1920x0_80_0_0_35b3118365524a24f9f0b271d095654e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, იმერეთი , ადამიანის უფლებები საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, იმერეთი , ადამიანის უფლებები საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს რეგიონები
სკოლის მოსწავლის ბულინგის მძიმე ფაქტი იმერეთში: შსს-ში გამოძიება დაიწყო
14:31 30.09.2023 (განახლებულია: 14:33 30.09.2023) იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმე ეხება სოფელ გელათის სკოლაში მომხდარ ამბავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები თვეების განმავლობაში აშანტაჟებენ და ამცირებენ. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კლასელების მიერ დაწერილი წერილი და ბასრი საგანი, რომელიც გოგონამ თავის ჩანთაში იპოვა. წერილი, რომელშიც კლასელებმა გოგონას თვითდაზიანებისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. გოგონამ წერილი დედას აჩვენა.
„ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში, აღნიშნეს უწყებაში.