https://sputnik-georgia.com/20230930/axali-aeroportis-mseneblobis-xarjebi-2024-wlis-biujetsi-ar-aris-gatvaliswinebuli-282805173.html
ახალი აეროპორტის მშენებლობის ხარჯები 2024 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული
ახალი აეროპორტის მშენებლობის ხარჯები 2024 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული
Sputnik საქართველო
მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T11:40+0400
2023-09-30T11:40+0400
2023-09-30T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_0:46:2638:1530_1920x0_80_0_0_7a4e4f38ab4cf18121d2b7271a4b4176.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია არ ითვალისწინებს თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობას ან არსებულის განახლებას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.მინისტრის ინფორმაციით, აეროპორტების საკითხზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ მოდელზე: აშენდება ახალი აეროპორტი თუ გაფართოვდება არსებული.„ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, აქ შეიძლება არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აეროპორტის არსებული მოდელი არის იმდენად მომგებიანი, რომ შესაბამისი შემოსავლები უზრუნველყოფდეს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიების და სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული ჩარევების გარეშე“, - განაცხადა მან.ახალი აეროპორტის საჭიროებამანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.მთავრობას სურს განავითაროს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.ქვრივიშვილი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე: ვაზიანში ტექნიკური კვლევები იწყება>>საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონალური საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ვინ იქნება თბილისის ახალი აეროპორტის მესაკუთრე - მთავრობის პოზიცია >>ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_269:0:2370:1576_1920x0_80_0_0_c65cb5fe8e92bc03eb37782bada5bfc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი აეროპორტის მშენებლობის ხარჯები 2024 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული
მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია არ ითვალისწინებს თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობას ან არსებულის განახლებას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
„თუ ამისი საჭიროება იქნება, ეს ბიუჯეტში შემდგომ აისახება, თუმცა ჩვენი წინასწარი შეფასებით, აეროპორტების შემოსავლები და მომგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია არც იყოს სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული დაფინანსების საჭიროება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, აეროპორტების საკითხზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ მოდელზე: აშენდება ახალი აეროპორტი თუ გაფართოვდება არსებული.
„ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, აქ შეიძლება არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აეროპორტის არსებული მოდელი არის იმდენად მომგებიანი, რომ შესაბამისი შემოსავლები უზრუნველყოფდეს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიების და სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული ჩარევების გარეშე“, - განაცხადა მან.
ახალი აეროპორტის საჭიროება
მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს განავითაროს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონალური საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.