https://sputnik-georgia.com/20230623/axalia-aeroporti-vaziansi-278893133.html
ქვრივიშვილი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე: ვაზიანში ტექნიკური კვლევები იწყება
ქვრივიშვილი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე: ვაზიანში ტექნიკური კვლევები იწყება
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და სამინისტროს, ფაქტობრივად, სრული სურათი აქვს –... 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T21:57+0400
2023-06-23T21:57+0400
2023-06-23T22:43+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4cbcb8fb387b3939440005e946188df5.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და სამინისტროს, ფაქტობრივად, სრული სურათი აქვს – გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.მისი ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე იწყება ვაზიანის აეროდრომის პირველი ტექნიკური კვლევები, რომელიც ახალი აეროპორტის ალტერნატიულ ადგილად მოიაზრება.ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_199:182:2090:1600_1920x0_80_0_0_f64441a84356c4bc4e57ca9dc99dac36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ქვრივიშვილი ახალი აეროპორტის მშენებლობაზე: ვაზიანში ტექნიკური კვლევები იწყება
21:57 23.06.2023 (განახლებულია: 22:43 23.06.2023) თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და სამინისტროს, ფაქტობრივად, სრული სურათი აქვს – გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე იწყება ვაზიანის აეროდრომის პირველი ტექნიკური კვლევები, რომელიც ახალი აეროპორტის ალტერნატიულ ადგილად მოიაზრება.
ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
„ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას. ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით.