https://sputnik-georgia.com/20230701/----------279163540.html
ვინ იქნება თბილისის ახალი აეროპორტის მესაკუთრე - მთავრობის პოზიცია
ვინ იქნება თბილისის ახალი აეროპორტის მესაკუთრე - მთავრობის პოზიცია
Sputnik საქართველო
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T21:00+0400
2023-07-01T21:00+0400
2023-07-01T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/04/235140467_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_5084f7c2b2776ca0c7f1c1038cd441fe.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის გასხვისებას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/04/235140467_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_6da4b8e1983d9793645c2100f974a3af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვინ იქნება თბილისის ახალი აეროპორტის მესაკუთრე - მთავრობის პოზიცია
21:00 01.07.2023 (განახლებულია: 22:20 01.07.2023) საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
„აუცილებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის გასხვისებას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.