https://sputnik-georgia.com/20230926/papuasvili-droa-evrokavsirma-miiros-strategiuli-gadawyvetileba-saqartvelos-sakitxze-282652092.html
პაპუაშვილი: დროა ევროკავშირმა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს საკითხზე
პაპუაშვილი: დროა ევროკავშირმა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს საკითხზე
Sputnik საქართველო
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება, განაცხადა... 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T00:05+0400
2023-09-26T00:05+0400
2023-09-26T00:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
რუმინეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282651105_339:223:832:500_1920x0_80_0_0_3c4bbfa9f9a0cf9c8f7686dda9d4cf39.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის, როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან, კერძოდ კი მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და დაფასდება.საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებმა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი >>რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, პაპუაშვილმა სთხოვა რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს.სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატო-ს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით.საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ>> 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო
ევროკავშირი
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282651105_401:200:801:500_1920x0_80_0_0_66ce923336f6e4ab448d7c1569ce848e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , რუმინეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , რუმინეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: დროა ევროკავშირმა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს საკითხზე
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის, როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან, კერძოდ კი მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და დაფასდება.
„დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვისა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს“, - განაცხადა მან.
რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, პაპუაშვილმა სთხოვა რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს.
სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატო-ს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.