https://sputnik-georgia.com/20221217/saqartvelo-da-rumineti-tanamsromlobis-garrmavebaze-setanxmdnen-273155117.html
საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირების შესახებ" 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T21:07+0400
2022-12-17T21:07+0400
2022-12-17T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუმინეთი
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ ნიკოლა ჩუკამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.როგორც პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.ოქტომბერში საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირების შესახებ".შეთანხმების თანახმად, მხარეები ვალდებულები არიან გააძლიერონ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი და მისი მიმართულებები რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობისთვის მაღალ დონეზე, მათ შორის მნიშვნელოვან ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში.უკვე დეკემბერში, საქართველომ და რუმინეთმა, აზერბაიჯანთან და უნგრეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში“, რაც გულისხმობს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის – ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირების შესახებ"
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ ნიკოლა ჩუკამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.
„რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება", - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოქტომბერში საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირების შესახებ".
შეთანხმების თანახმად, მხარეები ვალდებულები არიან გააძლიერონ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი და მისი მიმართულებები რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობისთვის მაღალ დონეზე, მათ შორის მნიშვნელოვან ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში.
უკვე დეკემბერში, საქართველომ და რუმინეთმა, აზერბაიჯანთან და უნგრეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში“, რაც გულისხმობს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის – ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.