https://sputnik-georgia.com/20230926/ministrma-evrokomisrebi-daarwmuna-rom-qvetana-evrointegraciis-gzaze-musaobas-gaagrzelebs-282704918.html
მინისტრმა ევროკომისრები დაარწმუნა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მუშაობას გააგრძელებს
მინისტრმა ევროკომისრები დაარწმუნა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მუშაობას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მოპოვება რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, განაცხადა მინისტრმა 26.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-26T23:41+0400
2023-09-26T23:41+0400
2023-10-26T13:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283505639_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_9586472ed2d6158112f23bc83391ea61.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ევროკომისრები დაარწმუნა, რომ რეფორმების განხორციელება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და საქართველო გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.დარჩიაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მთავარმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა ექვს ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე განხილული ერთ-ერთი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება იყო.მინისტრის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იყო ოლივერ ვარჰეისთან გამართული შეხვედრა, სადაც განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ევროკომისიის ოქტომბრის ანგარიშამდე უნდა გადაიჭრას.„საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ვარჰეისთან. განვიხილეთ ის ბოლო განვითარებები, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში იმისთვის, რომ 12 პრიორიტეტი ოქტომბრის ანგარიშამდე მაქსიმალურად იყოს შესრულებული, საკითხები, რომლებიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვის და კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: დეპუტატს პროგნოზის გაკეთება გაუჭირდა >>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283505639_126:0:1766:1230_1920x0_80_0_0_0b99993a58942621d60a0ea7cfa00a70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
მინისტრმა ევროკომისრები დაარწმუნა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მუშაობას გააგრძელებს
23:41 26.09.2023 (განახლებულია: 13:37 26.10.2023) საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მოპოვება რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ევროკომისრები დაარწმუნა, რომ რეფორმების განხორციელება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და საქართველო გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დარჩიაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მთავარმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა ექვს ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე განხილული ერთ-ერთი თემა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება იყო.
„ევროკომისრებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იყო ოლივერ ვარჰეისთან გამართული შეხვედრა, სადაც განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ევროკომისიის ოქტომბრის ანგარიშამდე უნდა გადაიჭრას.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ვარჰეისთან. განვიხილეთ ის ბოლო განვითარებები, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში იმისთვის, რომ 12 პრიორიტეტი ოქტომბრის ანგარიშამდე მაქსიმალურად იყოს შესრულებული, საკითხები, რომლებიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვის და კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.