https://sputnik-georgia.com/20230922/nika-melia-daakaves-282574038.html
ნიკა მელია დააკავეს
ნიკა მელია დააკავეს
Sputnik საქართველო
დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ შეიტყვეს. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T23:48+0400
2023-09-22T23:48+0400
2023-09-22T23:49+0400
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
თბილისის საკრებულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_0:171:1280:892_1920x0_80_0_0_731380822031bce3034891ad590879c6.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის ორი წევრი – ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში ადმინისტრაციული წესით დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.პოლიციელები ადგილზე დეპუტატზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად, სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 126–ე მუხლით (ჯგუფური ძალადობა).ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას 30–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო დამკვეთი საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე იყო „ქართული ოცნებიდან“.„ნაცმოძრაობის“ წევრები თავიანთი გუნდის წევრის ცემას საკრებულოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებენ, რომლის შედეგად ეძგვერაძესა და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპიდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_181:136:1280:960_1920x0_80_0_0_7abc4b7d81d55e4565373dc4fc0ca4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , თბილისის საკრებულო
თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , თბილისის საკრებულო
ნიკა მელია დააკავეს
23:48 22.09.2023 (განახლებულია: 23:49 22.09.2023) დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ შეიტყვეს.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის ორი წევრი – ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში ადმინისტრაციული წესით დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
დღეს ენმ–ის წარმომადგენლები გლდანში, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციელები ადგილზე დეპუტატზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, შსს–ში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს დეპუტატის სახლთან მყოფმა ადამიანებმა. ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში უშლიდნენ ხელს, ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც სიტყვიერს, ისე ფიზიკურს.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად, სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 126–ე მუხლით (ჯგუფური ძალადობა).
ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას 30–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო დამკვეთი საკრებულოს დეპუტატი კოტე ზარნაძე იყო „ქართული ოცნებიდან“.
„ნაცმოძრაობის“ წევრები თავიანთი გუნდის წევრის ცემას საკრებულოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებენ, რომლის შედეგად ეძგვერაძესა და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპიდნენ.