https://sputnik-georgia.com/20230922/-----282560065.html
ოთარ ფარცხალაძე სუსში დაიბარეს
ოთარ ფარცხალაძე სუსში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი საქართველოს ყოფილი... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T18:21+0400
2023-09-22T18:21+0400
2023-10-25T17:41+0400
საქართველო
ოთარ ფარცხალაძე
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე დაიბარა და იგი უწყებაში იმყოფებოდა, იუწყება „პირველი არხი".14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სუსმა 15 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესწავლა დაიწყო.პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე: სანქციების განხორციელებას არავითარი ზიანი არ მიადგა>>>კონკრეტულად როდის იმყოფებოდა ფარცხალაძე სუსის შენობაში და რა მიზნით დაიბარეს ის, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე ზეგავლენის" გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.„ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით!" - კალაძემ ოპოზიცია გააფრთხილა>>>ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა.ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ოთარ ფარცხალაძე, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
საქართველო, ოთარ ფარცხალაძე, პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე დაიბარა და იგი უწყებაში იმყოფებოდა, იუწყება „პირველი არხი".
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სუსმა 15 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესწავლა დაიწყო.
კონკრეტულად როდის იმყოფებოდა ფარცხალაძე სუსის შენობაში და რა მიზნით დაიბარეს ის, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე ზეგავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.