ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

© photo: Sputnik / Stringerსაჰაერო ბურთი
საჰაერო ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
შეხედეთ ზოდიაქოს ნიშნებს განსხვავებული რაკურსით: ხუმრობანარევი დახასიათება.
დარწმუნებული იყავით, იმისდა მიუხედავად, გჯერათ თუ არა ჰოროსკოპების, ამ ნახევრად ხუმრობით დახასიათებაში ნამდვილად აღმოაჩენთ თქვენი და თქვენი ახლობლების ნიშან-თვისებებს.
გჯერათ თუ არა ჰოროსკოპებისა და ასტროლოგების, ეს თქვენი პირადი საქმეა. უცვლელია მხოლოდ ერთი – ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება, რომელთა სიზუსტის ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად რთულია.
გთავაზობთ ჰოროსკოპს, რომელშიც ნამდვილად ამოიცნობთ საკუთარ თავსა თუ ახლობლებს. აქ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათებაა მისი დევიზის, საყვარელი წიგნის, საყვარელი საქმიანობის, იდეალური სამუშაოსა და საკვანძო გამონათქვამის მეშვეობით.
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს>>
მოგეხსენებათ, არის ასეთი ანდაზა – „ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო". ჰოდა, წაიკითხეთ ჩვენი ხუმრობა-სიმართლენარევი ჰოროსკოპი.
მერწყული
დევიზი - „სიურპრიზი! გაუმარჯოს სიურპრიზს!“
საყვარელი წიგნი - „როგორ მივიღოთ სარგებელი ჩაძინებული ზღარბებისგან და როგორ ვიხალისოთ ამით“
საყვარელი საქმიანობა - ვინმეს თვალში მოხვედრა
იდეალური სამუშაო - თვითმფრინავის შეყვანა და გამოყვანა უმართავ მდგომარეობაში
საკვანძო გამონათქვამი - „წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს!“
თევზები
დევიზი - „... მაგრამ ის ფიქრებით შორს იყო!“
საყვარელი წიგნი - „პლანეტათშორისი კომუნიკაციების სახელმძღვანელო“
საყვარელი საქმიანობა - მეკობრეების აღზრდა და მილიონერების გადარჩენა
იდეალური სამუშაო - პროფესიონალი მოტირალი
საკვანძო გამონათქვამი - „ისეთი აღშფოთებული ვარ!“
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე
მშვილდოსანი
დევიზი - „მეტი, ვიდრე რამეზე რამის გაგება გინდათ!“
საყვარელი წიგნი - „როგორ გავხდეთ ფილოსოფოსი ერთ წუთში“
საყვარელი საქმიანობა - ენამჭევრობა ნებისმიერთან, ვისაც მოსმენა ენდომება
იდეალური სამუშაო - მეკობრეებზე პასუხისმგებელი სენატორი
საკვანძო გამონათქვამი - „ნუთუ ეს მე გავაკეთე?“
თხის რქა
დევიზი - „ჩემს სიჯიუტეს ვერაფერი გატეხს“
საყვარელი წიგნი - „მსოფლიო ბატონობის მიღწევის ათი საიდუმლო“
საყვარელი საქმიანობა - უფროსის როლის შესრულება
იდეალური სამუშაო - მილიონერის ფინანსური მრჩეველი
საკვანძო გამონათქვამი - „არასდროს შეიძლება იყო ან ძალიან მდიდარი, ან ძალიან ღარიბი“.
მორიელი
დევიზი - „თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა“
საყვარელი წიგნი - „როგორ გავხდი გულმოწყალე - პროკურორის აღსარება“
საყვარელი საქმიანობა - შემდეგი სვლის გათვლა
იდეალური სამუშაო - მოსამართლე, ჟიურის წევრი
საკვანძო გამონათქვამი - „ამისთვის პასუხს აგებთ!“
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
სასწორი
დევიზი - „სარკევ, სარკევ, მითხარი, ყველაზე ლამაზი ვინ არის?“
საყვარელი წიგნი - „როგორ უნდა დაქორწინდე მონა ლიზას სურათთან“
საყვარელი საქმიანობა - არაბუნებრივად გაღიმება
იდეალური სამუშაო - ნებისმიერის ადვოკატი
საკვანძო გამონათქვამი - „მეორე მხრივ...“
ლომი
დევიზი - „ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, ანუ შესანიშნავად!“
საყვარელი წიგნი - „როგორ დავეუფლოთ უსწრაფესად შეშინების ხელოვნებას“
საყვარელი საქმიანობა - განკარგულებების გაცემა
იდეალური სამუშაო - ბოსთა ბოსი
საკვანძო გამონათქვამი - „ხომ მიიღე, რასაც იმსახურებ?“
კირჩხიბი
დევიზი - „შემოდი ჩემ სახლში“
საყვარელი წიგნი - „ტანჯულის სახელმძღვანელო“
საყვარელი საქმიანობა - წუწუნი
იდეალური სამუშაო - მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში
საკვანძო გამონათქვამი - „და ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთე“.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ტყუპი
დევიზი - „ნავარდი ევროპაში!“
საყვარელი წიგნი - „როგორ ვაიძულოთ ნებისმიერი, დათანხმდეს ნებისმიერ რამეს“
საყვარელი საქმიანობა - ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება
იდეალური სამუშაო - ყველაფრის გაყიდვა და ყველა კარის გაღება
საკვანძო გამონათქვამი - „იმიტომ, რომ ასე მინდა!“
კურო
დევიზი - „რაც ჩემია, ჩემია, რაც შენია, ისიც ჩემია!“
საყვარელი წიგნი - „გაუმაძღარი გურმანი“
საყვარელი საქმიანობა - საუბარი ვახშმისას
იდეალური სამუშაო - მოსამართლე, რომელსაც საშინელი განაჩენი ხშირად გამოაქვს
საკვანძო გამონათქვამი - „რატომ მაიძულებთ, რომ თავს დაგესხათ?“
ვერძი
დევიზი - „ზარბაზნები, ჩქარა!“
საყვარელი წიგნი - თავისი გამოცემა „საკუთარი ბრძნული აზრების ჟურნალი“
საყვარელი საქმიანობა - ჯერ ესროლე, კითხვები მერე დასვი
იდეალური სამუშაო - სექსოპათოლოგი
საკვანძო გამონათქვამი - „ამას მე მეუბნები?“
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
ქალწული
დევიზი - „ჭკუის კოლოფსაც უნდა სიყვარული“
საყვარელი წიგნი - „1001 ნაბიჯი სრული და საბოლოო ორგანიზაციისკენ“
საყვარელი საქმიანობა - შფოთვა
იდეალური სამუშაო - ეიფელის კოშკის მართვა და სათადარიგო კიბის ყველა საფეხურის პირადად შემოწმება
საკვანძო გამონათქვამი - „ასე არ ივარგებს“.
ყველა ახალი ამბავი
0