https://sputnik-georgia.com/20230920/skandali-farcxalazis-irgvliv-erovnuli-banki-orma-vice-prezidentma-datova-282458621.html
სკანდალი ფარცხალაძის გამო: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა
სკანდალი ფარცხალაძის გამო: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა
Sputnik საქართველო
თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტებმა დატოვეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლას ეხება. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T16:59+0400
2023-09-20T16:59+0400
2023-09-20T21:10+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
აშშ
ქართული ოპოზიცია
ოთარ ფარცხალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_0:118:3000:1806_1920x0_80_0_0_9a63a8d761687de01b88ca2e33c79009.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, რეგულატორის საბჭოს წევრებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს. გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მესტვირიშვილმა და ლეჟავამ მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო. რაც შეეხება პაპუნა ლეჟავას, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა განცხადებით 21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში შვიდი წევრია – პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, სამი ვიცე-პრეზიდენტი – არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა და სამი დამოუკიდებელი წევრი – ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა. ორივე ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელში გაავრცელა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულატორის გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციების აღსრულების რეჟიმის შეცვლაზე ეხება არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც შეიძლება სანქციების სიაში აღმოჩნდნენ. თურნავამ ნებისმიერ განცხადებას ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის კავშირზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან საკითხის პოლიტიზების მცდელობა უწოდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – არ გავრცელდეს ფარცხალაძეზე სანქციების რეჟიმი, უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება ოპოზიციაში. პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს და გადაწყვეტილებას „ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძანებას" უწოდებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს>>„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა. შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის. პრეზიდენტი მზადაა ჩამოართვას მოქალაქეობა ფარცხალაძეს>>გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან". ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_218:0:2783:1924_1920x0_80_0_0_059aa16a14b2b7c2c09d5fb6f9debb42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, აშშ , ქართული ოპოზიცია, ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, აშშ , ქართული ოპოზიცია, ოთარ ფარცხალაძე
სკანდალი ფარცხალაძის გამო: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა
16:59 20.09.2023 (განახლებულია: 21:10 20.09.2023) თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტებმა დატოვეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესის შეცვლას ეხება.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, რეგულატორის საბჭოს წევრებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მესტვირიშვილმა და ლეჟავამ მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას", – დაწერა მესტვირიშვილმა სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება პაპუნა ლეჟავას, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა განცხადებით 21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში შვიდი წევრია – პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, სამი ვიცე-პრეზიდენტი – არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა და სამი დამოუკიდებელი წევრი – ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა.
ორივე ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელში გაავრცელა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულატორის გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციების აღსრულების რეჟიმის შეცვლაზე ეხება არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც შეიძლება სანქციების სიაში აღმოჩნდნენ.
თურნავამ ნებისმიერ განცხადებას ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის კავშირზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან საკითხის პოლიტიზების მცდელობა უწოდა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას – არ გავრცელდეს ფარცხალაძეზე სანქციების რეჟიმი, უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება ოპოზიციაში. პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს და გადაწყვეტილებას „ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძანებას" უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.