https://sputnik-georgia.com/20230920/erovnuli-bankis-gadawyvetilebis-semdeg-lelo-opoziciastan-konsultaciebs-iwyebs-282453049.html
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას აქციები და საყოველთაო პროტესტი ელოდება. 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T15:01+0400
2023-09-20T15:01+0400
2023-09-20T19:59+0400
ქართული ოპოზიცია
საქართველოს ეროვნული ბანკი
პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
აშშ
საქართველო
ქართული ოცნება
ოთარ ფარცხალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324827_201:69:1179:619_1920x0_80_0_0_b3d6c114fad06aa86e23699bc1b10b9e.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს, საქმე ეხება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვას. ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო. მისი თქმით, წინ აქციები და საყოველთაო პროტესტია. ეროვნული ბანკის განცხადების გამოქვეყნებისთანავე საპროტესტო აქცია დააანონსა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მანამდე ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე თავშეკავებისკენ ეროვნულ ბანკს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქე მოხვდა. კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების დალოდება ჯობს. პრეზიდენტი მზადაა ჩამოართვას მოქალაქეობა ფარცხალაძეს>>თავის მხრივ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკას და ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებებს ელოდება. ფარცხალაძის მოქალაქეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის ლეგიტიმურობის საკითხს სწავლობს. საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს. იმის შესახებ, რომ ფარცხალაძე, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის. ფინანსთა სამინისტრო ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ: სანქციები დაცულია>>გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან". ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია. ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
აშშ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324827_322:74:1090:650_1920x0_80_0_0_d66fe8dcf1e2ae15aaf8679e856acebb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოპოზიცია, საქართველოს ეროვნული ბანკი , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, აშშ , საქართველო, ქართული ოცნება , ოთარ ფარცხალაძე
ქართული ოპოზიცია, საქართველოს ეროვნული ბანკი , პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, აშშ , საქართველო, ქართული ოცნება , ოთარ ფარცხალაძე
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ „ლელო" დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
15:01 20.09.2023 (განახლებულია: 19:59 20.09.2023) მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას აქციები და საყოველთაო პროტესტი ელოდება.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" დანარჩენ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებზე კონსულტაციებს იწყებს, საქმე ეხება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვას. ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო... ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია", – დაწერა ხაზარაძემ.
მისი თქმით, წინ აქციები და საყოველთაო პროტესტია.
ეროვნული ბანკის განცხადების გამოქვეყნებისთანავე საპროტესტო აქცია დააანონსა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მანამდე ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე თავშეკავებისკენ ეროვნულ ბანკს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქე მოხვდა. კობახიძე უდანაშაულობის პრეზუმფციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგების დალოდება ჯობს.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-სგან მეტ კონკრეტიკას და ფარცხალაძის დანაშაულის მტკიცებულებებს ელოდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის ლეგიტიმურობის საკითხს სწავლობს. საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ აცნობებს, მან შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს.
იმის შესახებ, რომ ფარცხალაძე, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.