https://sputnik-georgia.com/20230914/prezidentis-impicmentis-procesi-risi-imedi-aqvs-mmartvel-partias-282289362.html
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - რისი იმედი აქვს მმართველ პარტიას
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - რისი იმედი აქვს მმართველ პარტიას
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან... 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T22:18+0400
2023-09-14T22:18+0400
2023-09-14T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24351/10/243511092_0:0:3095:1742_1920x0_80_0_0_d1370c68578cd30a39d9e2c2c0cb0324.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარია, დაამტკიცოს ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, და არა იმპიჩმენტისთვის ხმების შეგროვება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ, რომელსაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, გადაწყვიტა, რომ პარტიის დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში.პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხში ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საკუთარი სახე წარმოაჩინა.„ამის გამოხატულებაა ისიც, რომ, მართალია, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას“, – განაცხადა კობახიძემ.ამასთან, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ არ გამორიცხა ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის შანტაჟი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება >>ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე აქვს. თუ სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტში კენჭი ეყრება.დღევანდელი მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად 17 ხმა აკლია.იმ პარტიებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, 36 ხმა აქვთ.პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს >>ამრიგად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 10 დამოუკიდებელი დეპუტატისა და პოლიტიკური ჯგუფების - „ევროპელი სოციალისტების“, „გირჩისა“ და „თავისუფლების“ ხმების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამ ჯგუფებში ჯამში 10 დეპუტატია.მათგან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ გამოაცხადა, რომელსაც ოთხი დეპუტატი ჰყავს.იმპიჩმენტის მიზეზიმმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ეს ოცნება დაივიწყეთ - სალომე ზურაბიშვილი შესაძლო გადადგომის შესახებ>>>თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24351/10/243511092_309:0:3040:2048_1920x0_80_0_0_88e712e2f8fd3e888a37a542891b1ffb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - რისი იმედი აქვს მმართველ პარტიას
22:18 14.09.2023 (განახლებულია: 22:38 14.09.2023) „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მთავარია, დაამტკიცოს ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, და არა იმპიჩმენტისთვის ხმების შეგროვება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ, რომელსაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, გადაწყვიტა, რომ პარტიის დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
„რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ მაინტერესებს ამ თემაში შესვლა. ჩვენთვის მთავარი იყო აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენთვის მთავარია დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხში ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საკუთარი სახე წარმოაჩინა.
„ამის გამოხატულებაა ისიც, რომ, მართალია, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ არ გამორიცხა ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის შანტაჟი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
„ვიცით პრეზიდენტის ის პოზიცია, რაც ერთხელ თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არის საჭირო მეტი სიცხადე, რადგან ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ მოვისმინეთ გზავნილები – შეწყალება ან იმპიჩმენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე აქვს. თუ სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტში კენჭი ეყრება.
დღევანდელი მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად 17 ხმა აკლია.
იმ პარტიებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, 36 ხმა აქვთ.
ამრიგად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 10 დამოუკიდებელი დეპუტატისა და პოლიტიკური ჯგუფების - „ევროპელი სოციალისტების“, „გირჩისა“ და „თავისუფლების“ ხმების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამ ჯგუფებში ჯამში 10 დეპუტატია.
მათგან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ გამოაცხადა, რომელსაც ოთხი დეპუტატი ჰყავს.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.