https://sputnik-georgia.com/20230913/----------282233106.html
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T16:42+0400
2023-09-13T16:42+0400
2023-09-13T18:41+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169894_148:540:2828:2048_1920x0_80_0_0_d08d70036d6711b30461c484fe5d3def.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერას არ გამორიცხავს. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა. ამასთან, ზურაბიშვილი მეორე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს. დღეს იგი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შეხვდა. ასევე დაგეგმილია „გირჩის" ლიდერთან, პარლამენტის დეპუტატ იაგო ხვიჩიასთან შეხვედრა. იმპიჩმენტის დაზღვევის მცდელობა: რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ოპოზიციას>>>მანამდე პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა პარტიის „ლელო საქართველოსთვის", ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" და პარტია „მოქალაქეების" წარმომადგენლებთან. მისი თქმით, უცხოელთა თვალშიც კი ძალზე ცუდად გამოიყურება, როცა მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ვინ შეიძლება მხარი დაუჭიროს როგორც „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტისთვის შეიძლება საკმარისი ხმები მოიპოვოს. ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირონ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატებმა, რომლის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიაა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ეს ოცნება დაივიწყეთ - სალომე ზურაბიშვილი შესაძლო გადადგომის შესახებ>>>ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მის ფრაქციაში 20 დეპუტატია, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატით არის წარმოდგენილი. პროცესი დაიწყო თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ". მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პროცესმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა>>>ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169894_585:550:2583:2048_1920x0_80_0_0_e4a907a86e30b6ff529d882531e3f952.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს
16:42 13.09.2023 (განახლებულია: 18:41 13.09.2023) სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერას არ გამორიცხავს.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
ამასთან, ზურაბიშვილი მეორე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს. დღეს იგი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შეხვდა. ასევე დაგეგმილია „გირჩის" ლიდერთან, პარლამენტის დეპუტატ იაგო ხვიჩიასთან შეხვედრა.
მანამდე პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა პარტიის „ლელო საქართველოსთვის", ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" და პარტია „მოქალაქეების" წარმომადგენლებთან.
„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ოპოზიციონერი დეპუტატების გადასაწყვეტია, თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ... პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პატივს სცემენ კონსტიტუციას, კანონს, ქვეყანას, ხალხს", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, უცხოელთა თვალშიც კი ძალზე ცუდად გამოიყურება, როცა მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას.
ვინ შეიძლება მხარი დაუჭიროს
როგორც „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტისთვის შეიძლება საკმარისი ხმები მოიპოვოს.
ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირონ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატებმა, რომლის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიაა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მის ფრაქციაში 20 დეპუტატია, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.