https://sputnik-georgia.com/20230912/impicmentis-dazrvevis-mcdeloba-raze-esaubra-prezidenti-opozicias-282209018.html
იმპიჩმენტის დაზღვევის მცდელობა: რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ოპოზიციას
იმპიჩმენტის დაზღვევის მცდელობა: რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ოპოზიციას
Sputnik საქართველო
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T23:00+0400
2023-09-12T23:00+0400
2023-09-12T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/44/243324459_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_da230933a1d7527dc99c2e365e9efef2.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" შესაძლოა მოიპოვოს საკმარისი ხმები მისი იმპიჩმენტისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა საკონსტიტუციო წარდგინება, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პროცესმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა >>მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირონ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა, რომლის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.„გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს და თუ ვინმე დაუჭერს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.რაც შეეხება თავად ელისაშვილის პოზიციას, ის ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.„სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა: კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა>>>ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე, რომელსაც დღეს ასევე უმასპინძლა პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში.„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ (იმპიჩმენტს - რედ.). უფრო მეტი, რომ დავაზღვიოთ ალბათ იმპიჩმენტის საკითხი, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივი რაღაც, რაც არის, რომ როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციის წევრი უბრალოდ არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში“, - თქვა წითლიძემ.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.ეს ოცნება დაივიწყეთ - სალომე ზურაბიშვილი შესაძლო გადადგომის შესახებ>>>რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ფრაქციაში 38 დეპუტატია, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატით არის წარმოდგენილი.რისკების დაზღვევა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სავსებით ბუნებრივად მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი მართავს კონსულტაციებს „რადიკალურ ოპოზიციასთან“. ასე უწოდებს მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.„ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები. მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია კი დაარღვია, მაგრამ დანაშაულის ჩადენას მოერიდა. კობახიძის განმარტებით, ზურაბიშვილმა იცოდა, რომ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ ვიზიტს ახორციელებდა და, შესაბამისად, თავად გაწია ხარჯები და ვიზიტებში ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ეშინია, რომ პარლამენტში შეგროვდება საკმარისი რაოდენობის ხმების მის გადასაყენებლად და „ახლა ის სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს“.„ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება კონსტიტუციის დარღვევის თანამზრახველი, თანამონაწილე. ახლა თვითონ გადაწყვიტონ. ამის იქით ჩვენს ოპონენტებთან არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას, ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.პროცესი დაწყებულიათუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა >>თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/44/243324459_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_4d2f5168912ec2fea9f1bce5636f31dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
იმპიჩმენტის დაზღვევის მცდელობა: რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ოპოზიციას
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" შესაძლოა მოიპოვოს საკმარისი ხმები მისი იმპიჩმენტისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა საკონსტიტუციო წარდგინება, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით... პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრაზე დადგეს“, - განაცხადა ელისაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირონ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა, რომლის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
„გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს და თუ ვინმე დაუჭერს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება თავად ელისაშვილის პოზიციას, ის ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
„სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.
ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე, რომელსაც დღეს ასევე უმასპინძლა პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში.
„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ (იმპიჩმენტს - რედ.). უფრო მეტი, რომ დავაზღვიოთ ალბათ იმპიჩმენტის საკითხი, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივი რაღაც, რაც არის, რომ როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციის წევრი უბრალოდ არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში“, - თქვა წითლიძემ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ფრაქციაში 38 დეპუტატია, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სავსებით ბუნებრივად მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი მართავს კონსულტაციებს „რადიკალურ ოპოზიციასთან“. ასე უწოდებს მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
„ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები. მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია კი დაარღვია, მაგრამ დანაშაულის ჩადენას მოერიდა. კობახიძის განმარტებით, ზურაბიშვილმა იცოდა, რომ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ ვიზიტს ახორციელებდა და, შესაბამისად, თავად გაწია ხარჯები და ვიზიტებში ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა.
„დანაშაულის ნაწილში მას რადიკალური ოპოზიციის იმედი ვერ ექნებოდა, ამიტომ ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა, ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა იმიტომ, რომ სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ისინი ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ეშინია, რომ პარლამენტში შეგროვდება საკმარისი რაოდენობის ხმების მის გადასაყენებლად და „ახლა ის სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს“.
„ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება კონსტიტუციის დარღვევის თანამზრახველი, თანამონაწილე. ახლა თვითონ გადაწყვიტონ. ამის იქით ჩვენს ოპონენტებთან არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას, ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.