https://sputnik-georgia.com/20230914/prezidenti-sesinebulia-mdinaraze-zurabisvilis-konsultaciebze-opoziciastan-282271092.html
პრეზიდენტი შეშინებულია - მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებზე ოპოზიციასთან
პრეზიდენტი შეშინებულია - მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებზე ოპოზიციასთან
Sputnik საქართველო
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T15:19+0400
2023-09-14T15:19+0400
2023-10-18T17:15+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_eeddb95bd349893a7e3f891c2f5e0e82.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია, რადგან კონსტიტუცია დაარღვია, და ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, რადგან თუ ის დარწმუნებული იყო, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებულიყო რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ამას გააკეთებდა სახელმწიფო ხარჯით. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს>>„მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან გადაწყვიტა თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა უკვე ხარჯებთან დაკავშირებით ამას ემატებოდა, რომ ეს ავტომატურად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა", – განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, ყველა დანაშაულს მოჰყვება სასჯელი დამტკიცების შემთხვევაში. კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში კი ეს არის იმპიჩმენტი. „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ". იმპიჩმენტის დაზღვევის მცდელობა: რაზე ესაუბრა პრეზიდენტი ოპოზიციას>>ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს. მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პროცესმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა>>ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_a219881cc33e0a2643b0270d202d23c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პრეზიდენტი შეშინებულია - მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებზე ოპოზიციასთან
15:19 14.09.2023 (განახლებულია: 17:15 18.10.2023) მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია, რადგან კონსტიტუცია დაარღვია, და ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„უნდა ითქვას, პრეზიდენტი შეშინებულია იმდენად, რომ ელჩებს მოუხმო თავისთან, რაღაცები ელაპარაკა, მერე მოუხმო ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს ვითომ ევროპულ გზაზე. ამ დროს ელაპარაკება იმაზე, რომ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, რადგან თუ ის დარწმუნებული იყო, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებულიყო რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ამას გააკეთებდა სახელმწიფო ხარჯით.
„მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან გადაწყვიტა თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა უკვე ხარჯებთან დაკავშირებით ამას ემატებოდა, რომ ეს ავტომატურად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ყველა დანაშაულს მოჰყვება სასჯელი დამტკიცების შემთხვევაში. კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში კი ეს არის იმპიჩმენტი.
„სასჯელმა ალბათ შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, რადგან იცის – 100 ხმა არ გვაქვს... პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია – მერე რა! კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა იყოს არასდროს გასატარებელი ამ თავხედური მესიჯით – „მერე რა". ეს უნდა დავიმახსოვროთ და გვქონდეს ქცევის წესად, თუ გვინდა სახელმწიფო გვქონდეს და ნამდვილად ევროპელები ვიყოთ", – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება უკვე შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.