https://sputnik-georgia.com/20230914/kalaze-depolarizaciis-sirtuleebze-282283301.html
მისია შეუსრულებელია: კახა კალაძე დეპოლარიზაციის სირთულეებზე
მისია შეუსრულებელია: კახა კალაძე დეპოლარიზაციის სირთულეებზე
Sputnik საქართველო
დეპოლარიზაციის მიღწევა ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, განაცხადა კალაძემ. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T18:12+0400
2023-09-14T18:12+0400
2023-09-14T20:49+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_8fb49e72c4a0d0c8b30f4bfa802b0b9d.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის – დეპოლარიზაციის შესრულება ცალმხრივ რეჟიმში შეუძლებელია, ამისთვის მეორე მხარე – ოპოზიციაა საჭირო, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველია, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი. ევროკომისიის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახმად, ეს პუნქტი საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას გაწეული მუშაობის, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ. „რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ რა არის შესრულებული და რაზე მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ კვირაში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ", – განაცხადა კალაძემ. „ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>როგორც უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლარიზაცია ქვეყანაში მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად 12 პირობა დაასახელა – „რადიკალური ოპოზიცია" პროცესის საბოტაჟს ცდილობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია თავიდანვე მზად იყვნენ და ახლაც მზად არიან ითანამშრომლონ ოპოზიციასთან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა მიღწეულ იქნას „საერთო ეროვნული იდეა". პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, „რადიკალურმა ოპოზიციამ" თავიდანვე უარი განაცხადა ხელისუფლებასთან ერთად რეკომენდაციების შესრულებაზე. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გააძლიერებს პოლარიზაციას. რა გააკეთა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად: ღარიბაშვილისა და ბორელის ხედვები>>მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. პრემიერი: ქვეყანაში პოლარიზაცია ევროკავშირის მიერ 12 პირობის განსაზღვრის შემდეგ გაძლიერდა>>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_124:155:1054:852_1920x0_80_0_0_39c7a217f5b3366b1195149c219849e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
მისია შეუსრულებელია: კახა კალაძე დეპოლარიზაციის სირთულეებზე
18:12 14.09.2023 (განახლებულია: 20:49 14.09.2023) დეპოლარიზაციის მიღწევა ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის – დეპოლარიზაციის შესრულება ცალმხრივ რეჟიმში შეუძლებელია, ამისთვის მეორე მხარე – ოპოზიციაა საჭირო, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველია, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი. ევროკომისიის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახმად, ეს პუნქტი საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა.
„ბოლო დღეებში აქტიურად განიხილებოდა დეპოლარიზაციის საკითხი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. თუმცა იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს პუნქტი ცალმხრივად ვერ შესრულდება და ამას სჭირდება მეორე მხარეც. ვფიქრობ, დღეს დეპოლარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას გაწეული მუშაობის, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
„რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ რა არის შესრულებული და რაზე მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ კვირაში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ", – განაცხადა კალაძემ.
როგორც უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლარიზაცია ქვეყანაში მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად 12 პირობა დაასახელა – „რადიკალური ოპოზიცია" პროცესის საბოტაჟს ცდილობს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია თავიდანვე მზად იყვნენ და ახლაც მზად არიან ითანამშრომლონ ოპოზიციასთან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა მიღწეულ იქნას „საერთო ეროვნული იდეა". პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, „რადიკალურმა ოპოზიციამ" თავიდანვე უარი განაცხადა ხელისუფლებასთან ერთად რეკომენდაციების შესრულებაზე.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გააძლიერებს პოლარიზაციას.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.