https://sputnik-georgia.com/20230914/----------282272442.html
სააკაშვილის ფრენები ბიუჯეტის ხარჯზე: თავდაცვის უწყება კონტრაქტებზე „საიდუმლო" გრიფს ხსნის
სააკაშვილის ფრენები ბიუჯეტის ხარჯზე: თავდაცვის უწყება კონტრაქტებზე „საიდუმლო" გრიფს ხსნის
Sputnik საქართველო
„საიდუმლო“ გრიფის მოხსნა შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ს შორის დადებულ ხელშეკრულებებს. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T14:40+0400
2023-09-14T14:40+0400
2023-09-14T19:23+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
georgian airways
ქართული ოცნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275147174_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f23748f1b285d2d9479c7806f94c8a51.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანიას შორის ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა – ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები. საუბარია 24 მილიონი ლარის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, საიდანაც სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ს შორის დადებულ ხელშეკრულებებს.„აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი", – ნათქვამია განცხადებაში.როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დადასტურდა დანაშაულებრივი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა კერძო ფრენებზე, რაც, მისი აზრით, უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. სააკაშვილის კერძო ფრენებს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა - თამაზ გაიაშვილი>>>ამასთან, სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ ექს-პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული ბრალდებებისა და მისი დანაშაულის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს პრემიერის სპეცრეისთან დაკავშირებული სკანდალის მნიშვნელობა. დეპუტატმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის განსაიდუმლოება მოითხოვა.ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. სააკაშვილს 2014 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ სიაში შედის ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი 2009-2012 წლებში სააკაშვილის პირად საჭიროებებზე დაიხარჯა, კერძოდ, „უცხოელი მზარეულების, მასაჟისტების, კოსმეტოლოგების და დიზაინერის მომსახურების საფასურის გადახდაზე“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275147174_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_9077880362abc3aa3c4dcadc6adfd706.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, georgian airways, ქართული ოცნება , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, georgian airways, ქართული ოცნება , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სააკაშვილის ფრენები ბიუჯეტის ხარჯზე: თავდაცვის უწყება კონტრაქტებზე „საიდუმლო" გრიფს ხსნის
14:40 14.09.2023 (განახლებულია: 19:23 14.09.2023) „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ს შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანიას შორის ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა – ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები. საუბარია 24 მილიონი ლარის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, საიდანაც სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად", – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ს შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
„აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დადასტურდა დანაშაულებრივი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა კერძო ფრენებზე, რაც, მისი აზრით, უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი.
ამასთან, სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ ექს-პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული ბრალდებებისა და მისი დანაშაულის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს პრემიერის სპეცრეისთან დაკავშირებული სკანდალის მნიშვნელობა. დეპუტატმა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის განსაიდუმლოება მოითხოვა.
ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. სააკაშვილს 2014 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ სიაში შედის ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი 2009-2012 წლებში სააკაშვილის პირად საჭიროებებზე დაიხარჯა, კერძოდ, „უცხოელი მზარეულების, მასაჟისტების, კოსმეტოლოგების და დიზაინერის მომსახურების საფასურის გადახდაზე“.