https://sputnik-georgia.com/20230913/saakasvilis-kerzo-frenebs-tavdacvis-saministro-afinansebda-tamaz-gaiasvili-282239087.html
სააკაშვილის კერძო ფრენებს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა - თამაზ გაიაშვილი
სააკაშვილის კერძო ფრენებს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა - თამაზ გაიაშვილი
Sputnik საქართველო
სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, განაცხადა გაიაშვილმა. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T20:48+0400
2023-09-13T20:48+0400
2023-09-13T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_145f56b1401955463b3b0638cd0aade5.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა. ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები, განაცხადა ავიაკომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის ფრენებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯებოდა. ამრიგად, მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის 24 მილიონი ლარის ჩარჩო-ხელშეკრულება დაიდო. დღევანდელი კურსით 9 მილიონ დოლარზე მეტი. მედია ირწმუნება, რომ სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.მისი თქმით, ფრენების უმეტესი ნაწილი კერძო ხასიათის იყო და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჯდებოდა.„შეიძლება 14, შეიძლება 25, ან 30 მილიონი – არ ვიცი, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, მაგალითად, 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, მაშინაც კი აქვს 60 ფრენამდე შესრულებული, სხვა წლებში – 90-100“, – განაცხადა გაიაშვილმა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ დაარსებულმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურად წამოიწყო ფეიკ-კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კერძო სპეცრეისის შესახებ, რომელიც თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რათა სააკაშვილის დანაშაულებიდან ყურადღება გადაეტანათ.ვინ და რამდენი გადაიხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სკანდალური სპეცრეისისთვის? >>ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.დეპუტატის თქმით, სააკაშვილს ჩამოჰყავდა საქართველოში ვიზაჟისტები, მასაჟისტები და ასევე იყო საუბარი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის საფლავის მონახულებასთან დაკავშირებითაც.კალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან >>„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით ბრალდებებისა და მისი დანაშაულის.როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს პრემიერის სპეცრეისთან დაკავშირებული სკანდალის მნიშვნელობა. დეპუტატი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ყველა დეტალზე საიდუმლოების მოხსნას ითხოვს.ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. სააკაშვილს 2014 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ სიაში შედის ლონდონში შეძენილი 28600 დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო, ისევე, როგორც სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი 2009-2012 წლებში სააკაშვილის პირად საჭიროებებზე დაიხარჯა, კერძოდ, „უცხოელი მზარეულების, მასაჟისტების, კოსმეტოლოგების და დიზაინერის მომსახურების საფასურის გადახდაზე“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_0764bc6ac83194539303ba23a3103fec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის კერძო ფრენებს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა - თამაზ გაიაშვილი
20:48 13.09.2023 (განახლებულია: 22:22 13.09.2023) სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, განაცხადა გაიაშვილმა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის ფორმდებოდა საიდუმლო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 100-მდე მოგზაურობას ახორციელებდა. ეს იყო კერძო და სამთავრობო ვიზიტები, განაცხადა ავიაკომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის ფრენებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯებოდა. ამრიგად, მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის 24 მილიონი ლარის ჩარჩო-ხელშეკრულება დაიდო. დღევანდელი კურსით 9 მილიონ დოლარზე მეტი. მედია ირწმუნება, რომ სააკაშვილის მხოლოდ პირად ვიზიტებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„საიდუმლო ხელშეკრულებები ფორმდებოდა თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways-ს შორის. ასე ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი რეისებს, ეს იყო კერძო თუ სამთავრობო ვიზიტები. ძალიან ბევრი რეისი აქვს, წელიწადში დაახლოებით 60-ზე ზევით, 100 რეისამდე აქვს შესრულებული წელიწადში ამ წლების მანძილზე და ყველა, პრაქტიკულად 90% იყო თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
მისი თქმით, ფრენების უმეტესი ნაწილი კერძო ხასიათის იყო და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჯდებოდა.
„შეიძლება 14, შეიძლება 25, ან 30 მილიონი – არ ვიცი, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, მაგალითად, 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, მაშინაც კი აქვს 60 ფრენამდე შესრულებული, სხვა წლებში – 90-100“, – განაცხადა გაიაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ დაარსებულმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურად წამოიწყო ფეიკ-კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კერძო სპეცრეისის შესახებ, რომელიც თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რათა სააკაშვილის დანაშაულებიდან ყურადღება გადაეტანათ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რას კადრულობდნენ ისინი (სააკაშვილის ოჯახი) სახელმწიფოს ხარჯებით, როგორ იყენებდნენ, როგორ ჰქონდათ სახელმწიფო და კონსტიტუცია ტანზე მორგებული, როგორ არაფრად მიაჩნდათ ხალხის ფული და როგორ ხრავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ფეიკებით ცდილობენ ამის გადაფარვას“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილს ჩამოჰყავდა საქართველოში ვიზაჟისტები, მასაჟისტები და ასევე იყო საუბარი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის საფლავის მონახულებასთან დაკავშირებითაც.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით ბრალდებებისა და მისი დანაშაულის.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს პრემიერის სპეცრეისთან დაკავშირებული სკანდალის მნიშვნელობა. დეპუტატი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ყველა დეტალზე საიდუმლოების მოხსნას ითხოვს.
„ახლა დავიწყოთ ფაქტებით: თქვენ რასაც მესაუბრებით, ეს რომ ასე იყოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ ციხეში და საქმე უნდა იყოს აღძრული. ვითხოვთ, რომ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას ყველაფერს იმას, რაც უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ ზუსტად, თუ რაზეა საუბარი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. სააკაშვილს 2014 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ამ სიაში შედის ლონდონში შეძენილი 28600 დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო, ისევე, როგორც სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი 2009-2012 წლებში სააკაშვილის პირად საჭიროებებზე დაიხარჯა, კერძოდ, „უცხოელი მზარეულების, მასაჟისტების, კოსმეტოლოგების და დიზაინერის მომსახურების საფასურის გადახდაზე“.