https://sputnik-georgia.com/20230912/---------282198453.html
ვინ და რამდენი გადაიხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სკანდალური სპეცრეისისთვის?
ვინ და რამდენი გადაიხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სკანდალური სპეცრეისისთვის?
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობაში აღნიშნეს, მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა. 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T16:46+0400
2023-09-12T16:46+0400
2023-09-12T20:37+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აშშ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148398_0:0:3306:1861_1920x0_80_0_0_bdf0692e3e245924879826ddc5b28b6e.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სპეციალური რეისი თბილისი–მიუნხენი–თბილისი, რომლითაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისარგებლა, 34 ათასი ევრო დაჯდა, შენატანი კერძო პირის მიერ განხორციელდა, განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.მისი თქმით, მოხდა თანხის წინსწრებით გადახდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია Georgian Airways წარმოადგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.„დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას რეისის შესრულებიდან დაახლოებით 1,5 თვე სჭირდება. ანგარიშსწორებას წარმოდგენისთანავე მოვახდენთ. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს, ასევე გათვალისწინებულია გარკვეული ფასნამატიც", – აღნიშნა ჩუბინიძემ.პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება>>>რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, ჩუბინიძის თქმით, საწყის ეტაპზევე, დავალების მიცემის მომენტში ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან.მთავრობის „სტრატკომის“ განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.როგორც მთავრობაში აღნიშნეს, მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის მიუნხენში სახელმწიფო ხარჯებით გადაყვანა დაავალა.ვის ხარჯზე გაემგზავრა ღარიბაშვილი ვაჟთან ერთად აშშ-ში? მთავრობის „სტრატკომის" განმარტება>>>სიუჟეტში არის Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ თვითმფრინავით რეისების განხორციელების დავალებებს სწორედ ჩუბინიძისგან იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოგზაურობის მიზანი მას არ ეხება.ეს „TV პირველის“ მეორე სიუჟეტია ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. პირველი სიუჟეტი აგვისტოს ბოლოს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციიდან გამომდინარე, მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს, და რომ არა საქართველოს პრემიერის მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკის სესხსაც კი ვერ დაფარავდა.9 სექტემბერს ოპოზიციურ ტელევიზიაში ამავე თემაზე მეორე სიუჟეტის გასვლის შემდეგ რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმპიჩმენტზე და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ალაპარაკდნენ.რაც შეეხება ღარიბაშვილის გამგზავრების მიზანს, ის გაემგზავრა აშშ-ში ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, განმარტა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148398_318:0:3049:2048_1920x0_80_0_0_f5a47fa2031260eab22f90ec9a467f02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
ვინ და რამდენი გადაიხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სკანდალური სპეცრეისისთვის?
16:46 12.09.2023 (განახლებულია: 20:37 12.09.2023) როგორც მთავრობაში აღნიშნეს, მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სპეციალური რეისი თბილისი–მიუნხენი–თბილისი, რომლითაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისარგებლა, 34 ათასი ევრო დაჯდა, შენატანი კერძო პირის მიერ განხორციელდა, განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი–მიუნხენი–თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში", – განაცხადა ჩუბინიძემ.
მისი თქმით, მოხდა თანხის წინსწრებით გადახდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია Georgian Airways წარმოადგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
„დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას რეისის შესრულებიდან დაახლოებით 1,5 თვე სჭირდება. ანგარიშსწორებას წარმოდგენისთანავე მოვახდენთ. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს, ასევე გათვალისწინებულია გარკვეული ფასნამატიც", – აღნიშნა ჩუბინიძემ.
რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, ჩუბინიძის თქმით, საწყის ეტაპზევე, დავალების მიცემის მომენტში ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან.
„საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია (ირაკლი ღარიბაშვილის მამა)", – განაცხადა ჩუბინიძემ.
მთავრობის „სტრატკომის“ განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
როგორც მთავრობაში აღნიშნეს, მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის მიუნხენში სახელმწიფო ხარჯებით გადაყვანა დაავალა.
სიუჟეტში არის Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ თვითმფრინავით რეისების განხორციელების დავალებებს სწორედ ჩუბინიძისგან იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოგზაურობის მიზანი მას არ ეხება.
ეს „TV პირველის“ მეორე სიუჟეტია ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. პირველი სიუჟეტი აგვისტოს ბოლოს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციიდან გამომდინარე, მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს, და რომ არა საქართველოს პრემიერის მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკის სესხსაც კი ვერ დაფარავდა.
9 სექტემბერს ოპოზიციურ ტელევიზიაში ამავე თემაზე მეორე სიუჟეტის გასვლის შემდეგ რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმპიჩმენტზე და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ალაპარაკდნენ.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გამგზავრების მიზანს, ის გაემგზავრა აშშ-ში ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, განმარტა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.