https://sputnik-georgia.com/20230910/premieris-da-misi-vajis-ass-si-gamgzavreba-skandalad-iqca-mtavrobis-ganmarteba-282141151.html
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება
Sputnik საქართველო
სააგენტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება თვითმფრინავი, უფლებამოსილია მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სტრუქტურებისგან, აღნიშნა სტრატკომმა 10.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-10T16:32+0400
2023-09-10T16:32+0400
2023-09-10T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708418_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_edaea404e9acb8ba2870d2a86eab466a.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა სიცრუე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელა, ნათქვამია მთავრობის სტრატეგიული კომიტეტის განცხადებაში.„ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავი CRJ200-თ ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა - ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.მთავრობის სტრატკომმა ტელეარხ „ტვ პირველის“ სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა.„ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას... სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა“, - ნათქვამია განცხადებაში.და ეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერი მიუნხენში გაფრინდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე ირიცხება.„აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708418_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_223111bdef01db07cba7a3c396f61b9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
პრემიერის და მისი ვაჟის აშშ-ში გამგზავრება სკანდალად იქცა - მთავრობის განმარტება
16:32 10.09.2023 (განახლებულია: 17:52 10.09.2023) სააგენტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება თვითმფრინავი, უფლებამოსილია მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სტრუქტურებისგან, აღნიშნა სტრატკომმა
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა სიცრუე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელა, ნათქვამია მთავრობის სტრატეგიული კომიტეტის განცხადებაში.
„ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავი CRJ200-თ ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა - ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის სტრატკომმა ტელეარხ „ტვ პირველის“ სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა.
„ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას... სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერი მიუნხენში გაფრინდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე ირიცხება.
„აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.