https://sputnik-georgia.com/20230913/13-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-282179207.html
13 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
13 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 13 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T00:15+0400
2023-09-13T00:15+0400
2023-09-13T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23793/10/237931075_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_23797dd682d5e4ac964f1c351cfec341.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.13-23 სექტემბერი13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.13 სექტემბერს დაბადებულები13 სექტემბერს ძლიერი პიროვნებები, ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან, რომელთაც ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. არიან რამდენადმე ჯიუტი და თუ ერთხელ გადაწყვეტილება მიიღეს, შემდეგ მათი გადარწმუნება ძნელია. უჭირთ შეცდომის აღიარება, თუნდაც მიხვდნენ, რომ შეცდნენ. ჰყავთ არცთუ ბევრი მეგობარი და მტერი - უფრო მეტი.13 სექტემბერს დაბადებულები, როდესაც რაიმე საქმეს იწყებენ, მას მთელ თავიანთ ენერგიას ახმარენ. არიან მტკიცე და გონებამოკრებილი ადამიანები. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად აწყდებიან პრობლემებს, მაგრამ წარმატებულ შედეგში ერთი წამით არ ეპარებათ ეჭვი. სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>მათ შეუძლიათ ძალზე რთული, მძიმე და სხვადასხვაგვარი ამოცანების გადაჭრა, რაც გარშემომყოფებში აღფრთოვანებას იწვევს. ცხოვრების მიმართ სერიოზული, პირდაპირი დამოკიდებულება აქვთ.ოჯახში ამ დღეს დაბადებულები ხანდახან ძალზე მკაცრი არიან და ტირანიის ნიშნებს ამჟღავნებენ, ასევე იქცევიან ბიზნეს-პარტნიორებთან მიმართებით. მთლიანობაში, თავიანთ კარიერულ ინტერესებს ისინი ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ამის შედეგად ამ ადამიანების ოჯახები ხშირად უყურადღებობას განიცდიან.13 სექტემბერს დაბადებულებს ხანდახან უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ კონსერვატიზმში; თუმცა, გარეგნული კონსერვატიზმის მიღმა საკუთარი საქმით დიდი გატაცება იმალება. თავიანთი საქმით გატაცებულები ისინი ხშირად უარს ამბობენ სხვა პერსპექტიულ წამოწყებებზე.ამ დღეს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან, მაგრამ ხანდახან უარს არ ამბობენ პატარ-პატარა სისუსტეების დაკმაყოფილებაზე. მაგალითად, ისინი მწვავედ გრძნობენ მოთხოვნილებას, რომ თავიანთი ცხოვრება გამგებ ადამიანთან ერთად გაიზიარონ - პარტნიორთან ან მეუღლესთან, რომელიც მათ ნაკლოვანებებს მთლიანად მიიღებს. ისინი, თავის მხრივ, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ მეგობარს, მაგრამ, ამასთან, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მუდმივად იხლიჩებიან.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ჯანმრთელობა13 სექტემბერს დაბადებულები მაღალი შრომისუნარიანობითა და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ თავიანთ პოტენციალს ბოროტად იყენებენ და ამით სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას ახდენენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად, მშვიდად იცხოვრონ და მოერიდონ სტრესებს, ისწავლონ მოდუნება.რჩევა:გაითვალისწინეთ გარშემომყოფების მოთხოვნილებები. იზრუნეთ საკუთარ სულიერ განვითარებაზე, ნუ დათრგუნავთ ემოციურ სფეროს. ცხოვრებაში რთულის გარდა, შედარებით მარტივი გზებიც არსებობს. ისწავლეთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20191119/zodiaqos-mefuri-niSnebi-247043955.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23793/10/237931075_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_74a06190b3c7340b3d588b6e67fd5d4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
13 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 13 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
13 სექტემბერს დაბადებულები
13 სექტემბერს ძლიერი პიროვნებები, ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან, რომელთაც ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. არიან რამდენადმე ჯიუტი და თუ ერთხელ გადაწყვეტილება მიიღეს, შემდეგ მათი გადარწმუნება ძნელია. უჭირთ შეცდომის აღიარება, თუნდაც მიხვდნენ, რომ შეცდნენ. ჰყავთ არცთუ ბევრი მეგობარი და მტერი - უფრო მეტი.
13 სექტემბერს დაბადებულები, როდესაც რაიმე საქმეს იწყებენ, მას მთელ თავიანთ ენერგიას ახმარენ. არიან მტკიცე და გონებამოკრებილი ადამიანები. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად აწყდებიან პრობლემებს, მაგრამ წარმატებულ შედეგში ერთი წამით არ ეპარებათ ეჭვი.
მათ შეუძლიათ ძალზე რთული, მძიმე და სხვადასხვაგვარი ამოცანების გადაჭრა, რაც გარშემომყოფებში აღფრთოვანებას იწვევს. ცხოვრების მიმართ სერიოზული, პირდაპირი დამოკიდებულება აქვთ.
ოჯახში ამ დღეს დაბადებულები ხანდახან ძალზე მკაცრი არიან და ტირანიის ნიშნებს ამჟღავნებენ, ასევე იქცევიან ბიზნეს-პარტნიორებთან მიმართებით. მთლიანობაში, თავიანთ კარიერულ ინტერესებს ისინი ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ამის შედეგად ამ ადამიანების ოჯახები ხშირად უყურადღებობას განიცდიან.
13 სექტემბერს დაბადებულებს ხანდახან უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ კონსერვატიზმში; თუმცა, გარეგნული კონსერვატიზმის მიღმა საკუთარი საქმით დიდი გატაცება იმალება. თავიანთი საქმით გატაცებულები ისინი ხშირად უარს ამბობენ სხვა პერსპექტიულ წამოწყებებზე.
ამ დღეს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან, მაგრამ ხანდახან უარს არ ამბობენ პატარ-პატარა სისუსტეების დაკმაყოფილებაზე. მაგალითად, ისინი მწვავედ გრძნობენ მოთხოვნილებას, რომ თავიანთი ცხოვრება გამგებ ადამიანთან ერთად გაიზიარონ - პარტნიორთან ან მეუღლესთან, რომელიც მათ ნაკლოვანებებს მთლიანად მიიღებს.
ისინი, თავის მხრივ, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ მეგობარს, მაგრამ, ამასთან, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მუდმივად იხლიჩებიან.
13 სექტემბერს დაბადებულები მაღალი შრომისუნარიანობითა და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ თავიანთ პოტენციალს ბოროტად იყენებენ და ამით სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას ახდენენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად, მშვიდად იცხოვრონ და მოერიდონ სტრესებს, ისწავლონ მოდუნება.
გაითვალისწინეთ გარშემომყოფების მოთხოვნილებები. იზრუნეთ საკუთარ სულიერ განვითარებაზე, ნუ დათრგუნავთ ემოციურ სფეროს. ცხოვრებაში რთულის გარდა, შედარებით მარტივი გზებიც არსებობს. ისწავლეთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.