„ძალიან დიდი ნახტომია" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
ხალხი მდიდრდება, ბიზნესი და ქვეყანა ვითარდება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც ძალიან დიდი ნახტომია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 7,2% შეადგინა.

„2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო. წელს 80 მილიარდ ლარამდეა. ანუ, ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 8.000 დოლარზე გადის წლის ბოლოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია", – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, აუცილებელია ამ შედეგის შენარჩუნება, დაცვა და უფრო გამყარება.
რას უკავშირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში: ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი>>
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის პერიოდში მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ამდენივე ლარში.

„ახლა არის 23 მლრდ დოლარი, თუ არ ვცდები, და 22 მილიარდი ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ხალხი მდიდრდება, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა (ბიძინა) ივანიშვილმა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ამ კურსსა და ტენდენციას ბოლო ათი წელია ინარჩუნებს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოში ინვესტიციები იზრდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები>>
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0