https://sputnik-georgia.com/20230911/------282161104.html
რღვევა თუ განახლება: რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში"?
რღვევა თუ განახლება: რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში"?
Sputnik საქართველო
არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე ოპოზიციურ პარტიას მისი წევრები ტოვებენ. 11.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-11T16:21+0400
2023-09-11T16:21+0400
2023-09-11T19:50+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_33fa19757028b9161dfbb9a0e8c0034d.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს თავად პარტიაში განახლებას უწოდებენ, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ კი – რღვევის შეუქცევად პროცესს.გასულ კვირაში ახალციხის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ფრაქცია დატოვა. ფრაქციის დატოვების მიზეზად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტიის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი დაასახელეს.თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და შესაძლოა მის რიგებს კიდევ გამოაკლდეს ან დაემატოს ახალი სახეები.ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხატია წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც ქაოსური, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია ორ ნაწილად გაიყო.მუქარა თუ გაფრთხილება? ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილის მიმართვის ადრესატი>>>„ქართულმა საზოგადოებამ მას („ნაცმოძრაობას“) ხელისუფლებაში მოსვლაზე არაერთხელ უთხრა უარი... მე გულწრფელად არ მიკვირს ის პროცესები, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა წილოსანმა.რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“„ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერია და პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.„ქართული ოცნება“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_b6370acc8de39cf2d848ea858e5e00ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რღვევა თუ განახლება: რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში"?
16:21 11.09.2023 (განახლებულია: 19:50 11.09.2023) არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე ოპოზიციურ პარტიას მისი წევრები ტოვებენ.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს თავად პარტიაში განახლებას უწოდებენ, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ კი – რღვევის შეუქცევად პროცესს.
გასულ კვირაში ახალციხის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ფრაქცია დატოვა. ფრაქციის დატოვების მიზეზად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტიის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი დაასახელეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და შესაძლოა მის რიგებს კიდევ გამოაკლდეს ან დაემატოს ახალი სახეები.
„ნაცმოძრაობა“ ძლიერდება სტრუქტურულად და ინფრასტრუქტურულად. ამ არჩევნებს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია ბევრ ახალ სახესთან, ახალ ლიდერებთან ერთად მომზადებული შეხვდება“, – განაცხადა ნადირაძემ.
ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხატია წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც ქაოსური, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია ორ ნაწილად გაიყო.
„ქართულმა საზოგადოებამ მას („ნაცმოძრაობას“) ხელისუფლებაში მოსვლაზე არაერთხელ უთხრა უარი... მე გულწრფელად არ მიკვირს ის პროცესები, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა წილოსანმა.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერია და პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნება“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.